ბუდაპეშტის გრან პრი: დიდი პაუზის შემდეგ დაბრუნებული ვარლამ ლიპარტელიანი პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა

AutoSharing Option
ბუდაპეშტის გრან პრის ბოლო საჭიდაო დღეს ასპარეზობაში 6 ქართველი ძიუდოისტი ჩაერთო.

90კგ წონით კატეგორიაში ორი ბრძოლა მოიგო და 1/8-ფინალშია გასული უშანგი მარგიანი, რომელიც იესპერ სმინკს დაუპირისპირდება.

ამავე წონაში1/4-ფინალში გავიდა გიორგი პაპუნაშვილიც, რომლის მეტოქეც ჩეხი დევიდ კლემერტი იქნება.

სამწუხაროდ, დიდი კონფლიქტის შემდეგ პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელსაც შვეიცარიელმა პატრიკ მიოსერმა აჯობა.

100კგ წონით კატეგორიაში იაპონელ აარონ ვულფთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა ონისე სანებლიძე.

რაც შეეხება მძიმე წონას, პირველივე შეხვედრა წააგო ლევან მატიაშვილმა, ვისაც სერბმა ზარკო კულუმმა აჯობა.

ადამ ოქრუაშვილი კი
1/4-ფინალში ჰოლანდიელ როი მაიერს დაეჭიდება.

altბუდაპეშტის გრან პრის მეორე დღე: წარუმატებლობა ორ წონით კატეგორიაში

მკითხველის კომენტარები / 5 /
მეტი ვარჯიში და ნაკლები პოლიტიკაში გარევა! ესაა ჩემი კომენტარი ვარლამ...........
G E L A
14:58 12-08-2018
5
ყველა ქართველის ჭიდაობას ვუყურე. ლიპარტელიანს მიტინგების გამართვას მეტი რომ ევარჯიშა ჯობდა, ჭ კლასის შვეიცარიელთან წააგო. ოქრუაშვილი მომკალით და აღარაა სანაკრებო კაცი, ვერ მოძრაობს ელემენტარულად. მარგიანი ქების ღირსია ჯერჯერობით, ნახევარფინალშია გასული.
dato
14:46 12-08-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული