ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში გავიდა!

AutoSharing Option
90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი უშანგი მარგიანი, ბუდაპეშტის გრან პრის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე უნგრელი კრისტიან ტოთი იქნება.

1/2-ფინალში მან სერბი ალექსანდრ კუკოლი იპონით დაამარცხა, იქამდე კი ეგვიპტელ ჰატემ აბდ ელ აკჰერს, ჰოლანდიელ იესპერ სიკს და ბელორუს იაჰორ ვარაპაის მოუგო.

მედლის მოპოვების შანსი აქვს მძიმე წონაში მოასპარეზე ადამ ოქრუაშვილს, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის რუს რუსლან შახაბაზოვს დაეჭიდება.

შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტის გრან პრის ბოლო საჭიდაო დღეს 6 ქართველი ძიუდოისტი გამოდიოდა.

უმედლოდ დარჩნენ გიორგი პაპუნაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე და ლევან
მატიაშვილი, რომლებიც გათამაშებას ადრეულ ეტაპზევე გამოეთიშნენ.

დღევანდელი ფინალური ბლოკი 18:30 საათზე დაიწყება და მისი ხილვა "სილკ უნივერსალზე" შეგეძლებათ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბექა არსად არ წავა და მომავალში 2019 წლიდან გახდება წონის ლიდერი.ჯერ ჭრიკიშვილთან უნდა დაალაგოს ურთიერთობა.
ჯ ი ჯ ი
19:18 19-08-2018
0
ავთანდილი ვითომ რატომ უნდა წავიდეს და არა ბექა??? ჯერ იყო და ლიპარტელიანის გამო გატანჯეს ბიჭი 100 კილოში ჭიდაობით, ეხლაა და ჭრიკიშვილი უნდათ გატენონ 90-ში. ნაღდად აღარ დამწყდება გული ბექა რომ სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდეს! ჩვენს ძიუდოში სამართლიანობის დამკვიდრებას ვისურვებდი, რის მერეც მოვა წარმატებები!
ტრენერეს
16:54 12-08-2018
2

სიახლეები პოპულარული