ძიუდოში კვლავ დაპირისპირებაა - ჭრიკიშვილი ღვინიაშვილს ბრძოლაში იწვევს და კვლავ ქევხიშვილის მმართველობაზე საუბრობს

AutoSharing Option
ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატზე საუბრობს.

ჭრიკიშვილი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ნაკრებში 90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილს ადგილი უკონკურენციოდ ერგო, არადა, მან ბოლოს ზაგრების გრან პრის ტურნირი მოიგო.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

"მივესალმები ჩემს გულშემატკივარს და მსურს, გავაკეთო განცხადება ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ბაქოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე 90კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტთა დაყენებას შეეხება.

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მე, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, მონაწილეობა მივიღე ხორვატიაში გამართულ გრან პრიზე, იმ მიზნით,
რომ ჩავრთულიყავი ჯანსაღ კონკურენციაში იმ სპორტსმენებთან, რომლებიც მოიაზრებოდნენ მსოფლიოზე დასაყენებელ კანდიდატებს შორის.

ვინაიდან ევროპის ჩემპიონატზე არ გაკეთებულა არანაირი შედეგი, წესების თანახმად, ყველას თანაბარი შანსი გვეძლეოდა, დავმდგარიყავით მსოფლიო ჩემპიონატზე ტურნირებზე გაკეთებული შედეგებიდან გამომდინარე (რაც შეთანხმებული იყო ტრენერებთან).

მას შემდეგ, რაც დავიკავე პირველი ადგილი, მე, როგორც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ერთადერთ ოქროსმედალოსანს, მეკუთვნის ბაქოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა.

ამის შემდეგ შევუთვალე ჩემს კონკურენტს, ბექა ღვინიაშვილს, რომ მასაც უნდა ეჭიდავა უნგრეთში გასამართ გრან პრიზე, სადაც ასევე მონაწილეობას ღებულობდა უშანგი მარგიანი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მოქმედი პრიზიორია, თავადაც ჩაერთო კონკურენციაში და თქვა, რომ ვინც ძლიერია, ის უნდა წასულიყო მსოფლიოზე.

ბექამ კი, როგორც ხედავთ, არ იასპარეზა არც ერთ შეჯიბრზე და თავად მოიკლა შანსი იმისა, რომ მსოფლიოზე დამდგარიყო.

როგორც მოგეხსენებათ, მე და მარგიანმა, ორივემ გავაკეთეთ შედეგი და მოვიპოვეთ უფლება, ვიასპარეზოთ ჩემპიონატზე, რაზედაც მწვრთნელებმა, რომლებიც ირაკლი ცორეკიძესთან ერთად, დავით ქევხიშვილმა საჯაროდ დაითხოვა დაკავებული პოსტებიდან, განმიცხადეს, რომ ბექა ყოველგვარი კონკურენციისა და შეჯიბრის გარეშე მაინც დადგება მსოფლიო ჩემპიონატზე.

მე მათ ვუთხარი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეკუთვნის მსოფლიოზე დაყენება გაკეთებული შედეგიდან გამომდინარე, მზად ვიყავი, ბექასთან ერთად მეასპარეზა ბელორუსიაში გასამართ ჩემპიონატზე.

მათ საპასუხოდ განმიცხადეს, რომ ბექა ვერ იჭიდავებს დაუსაბუთებელი მიზეზების გამო და ფაქტიურად, მისპობენ შანსს, გავემგზავრო მსოფლიო ჩემპიონატზე.

მე, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვაცხადებ, რომ მზად ვარ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ შეჯიბრზე ტატამზე დავუპირისპირდე ბექა ღვინიაშვილს ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში და ობიექტურმა შემფასებლებმა გამოარკვიონ ჩვენში საუკეთესო.

მე დღეს ვიჩაგრები იმის გამო, რომ დავუპირისპირდი დავით ქევხიშვილს და მის გუნდს. მას უნდა, რომ ბიჭები არაჯანსაღი კონკურენციით, ტატამს გარეთ დაგვაპირისპიროს ერთმანეთს, რასაც არ დავუშვებთ, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ.

დღეს ძიუდოს ფედერაცია იმართება კვლავ დავით ქევხიშვილის მიერ და ის მიკერძოებულად ცდილობს ჩემი ბედის გადაწყვეტას.

მსოფლიო ჩემპიონატზე დაყენება არ ხდება ნაჩუქრობით, არამედ კონკურენციითა და გაკეთებული შედეგებიდან გამომდინარე, რაც მე უკვე გავაკეთე.

კიდევ აღვნიშნავ, რომ მე მზად ვარ, ბექა ღვინიაშვილთან ერთად ტატამზე გავარკვიო ჩვენში საუკეთესო და ვითხოვ, გაიმართოს შიდა შეჯიბრი ოფიციალური მსაჯისა და შემფასებლების თანდასწრებით, ვინაიდან, მწვრთნელები უარს აცხადებენ მის საზღვარგარეთ ასპარეზობაზე.

ძიუდოს ისტორიაში არ არსებობს შემთხვევა, რომ გუნდი დადგეს პირადი სიმპათიების საფუძველზე. გუნდი უნდა შედგეს შედეგებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში, ბოლო და საუკეთესო შედეგი მაქვს მე და ის შედეგები, რაც ჰქონდა ბექას, დაეხმარა მას ეასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მან შედეგი ვერ გააკეთა.

შესაბამისად, 3-ჯერ ძლიერ ტურნირზე მას არ ეკუთვნის უკონკურენციოდ და უჭიდავებლად დაყენება.

ყველას, ვისაც ხელეწიფება ამ პროცესებში ჩართვა, ვთხოვ, დამეხმარონ ჩემი უფლებების დაცვაში. მე ვითხოვ ჭიდაობას და ჯანსაღ კონკურენციას ტატამზე", - წერს ჭრიკიშვილი.

Sportall.Ge

altზაგრების გრან პრი: ჭრიკიშვილისა და თუშიშვილის ოქროს დასასრული [VIDEO]

altავთანდილ ჭრიკიშვილის მეუღლე: დღეს, ამ გამარჯვების ფონზე, ამ არარაობების ყეფა აღარაფრად ღირს

მკითხველის კომენტარები / 63 /
ჭრიკიშვილი არ ვიცი და ლიპარტელიანი კი ნაღდად გასაშვებია ნაკრებიდან. ერთი რომ მოჭამა თავისი დრო და მეორე ის რომ მაგის მიერ ატეხილმა ბუნტმა ქართული ძიუდო ძალიან აზარალა
სიმართლე
15 აგვისტო 2018 18:11
19
ავთო მე შენი გულშემატკივარი ვარ როგორც ყველა საქართველოს ნაკრებში მოასპარეზე ძიუდოისტისა! მაგრამ ამ შემთხვევაში მხარს ვერ დაგიჭერ 1. იმიტომ რომ ნაკრებში დაპირისპირება ძიუდოისტებს შორის დაარღვევს გუნდურობას რაც შემდგომ მთელ ნაკრებძე აისახება. 2 იმიტომ რომ საქართველოს ჩემპიონატზე ბექამ ფინალური ორთაბრძოლა მოგიგო 3 იმიტომ რომ ბექა ტურნირებზე არ გამოყავდათ ჩემი აზრით რომ ტრავმა არ გამიზეზებოდა და მსოფლიოს ოფტიმალურ ფორმაში შეხვედროდა 4 იმიტოტმ რომ ჩემთვის ბექა და ავთო ორივეს თანაბრათ ვგულშემატკივრობ. 5 იმიტომ რომ ყოველთვის ვფიქრობდი რომ შენ 81-ში უნდა გეჭიდავა და საქართველოს ყველა წონაში უძლიერესი ფალავანი უნდა ყოლოდა!
gurami
15 აგვისტო 2018 18:08
4
ამატზე სულ დამეკარგა წარმოდგენა, ეხლა ცოლი გამოვა და ის იწუწუნებს.დ.დ.
ave
15 აგვისტო 2018 18:04
16
უნდა ჩატარდეს საქართველოს ჩემპიონატი და ყველამ უდა მიიღოს მონაწილეობა! საპრიზო ადგილებზე გასულებმა (პირველი მეორე მესამე და მეოთხე) უნდა გააგრძელონ ბრძოლა ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად და დაშვებული უნდა იქნან ყველა ტურნირებზე. მსოფლიოზე მითუმეტეს! გამონაკლისი თუ კეთდება ვინმეზე მაშინ ის ტედი რინერის დონის უნდა იყოს და არა ღვინიაშვილი ან ჭრიკიშვილის დონის!
ჩვენი ძიუდო ჯერ კიდევ კრიზისშია
15 აგვისტო 2018 18:01
5
უკვე ათეული წლებია, საქართველოს ჩემპიონატი ტარდება დეკემბერში! ნაწილდება პირველ-მეორე-მესამე ნომრები და ასე ჭიდაობენ მერე მომდევნო სეზონს...ჩატარდა წინა წლის დეკემბერში და წააგო ჭრიკიშვილმა ღვინიაშვილთან. მოვა დეკემბერი და ჩატარდება ისევ. ახლა, ბოდიში და, ჭრიკიშვილის ხუშტურის გამო ვერ დანიშნავენ აგვისტოს ბოლოს ჩემპიონატს...
ვთპუ
16 აგვისტო 2018 01:54
2
მართალია ეს კაცი ამ შემთხვევაში.
dato
15 აგვისტო 2018 17:59
17
არ არის მართალი, წააგო ღვინიაშვილთან შიდა ფინალი და ამის შემდეგ მოიგო საშუალო დონის ტურნირი. ღვინიაშვილის ტურნირში ჩაბმა ვიღაცის ბაქი-ბუქობის გამო არარის სასურველი. ტრავმა რომ მიიღოს მერე ჭრიკიშვილი მოარჩენს მსოფლიომდე?
zago
15 აგვისტო 2018 19:57
5
თუ ყველაფერი რასაც წერს სიმართლეს შეესაბამება მაშინ იჩაგრება ისევ უაზრო პოლიტიკის გამო, მართლაც ნიჭიერი მოჭიდავე. ფაქტია ისევ ისე ვერ ვართ შედეგიანები . ნაკლებმა ვარჯიშის ბრალია თუ მოტივაციის არ ქონის ფაქტი სახეზეა. ისე კი ნათქვამია ციხე შიგნიდან ტყდებაო დ არ მისცეთ ამის საშუალება-დიდებული ბიჭები ხართ, მე თქვენი დიდი იმედი მაქ!!
asaqsdasa
15 აგვისტო 2018 17:56
6
ეჰ რა დღეშია ჩვენი ძიუდო :(
კახა
15 აგვისტო 2018 17:51
0
ცოლმა დაუწერა უეჭველი
90კგ
15 აგვისტო 2018 17:44
24

სიახლეები პოპულარული