ძიუდოში კვლავ დაპირისპირებაა - ჭრიკიშვილი ღვინიაშვილს ბრძოლაში იწვევს და კვლავ ქევხიშვილის მმართველობაზე საუბრობს

AutoSharing Option
ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატზე საუბრობს.

ჭრიკიშვილი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ნაკრებში 90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილს ადგილი უკონკურენციოდ ერგო, არადა, მან ბოლოს ზაგრების გრან პრის ტურნირი მოიგო.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

"მივესალმები ჩემს გულშემატკივარს და მსურს, გავაკეთო განცხადება ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ბაქოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე 90კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტთა დაყენებას შეეხება.

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მე, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, მონაწილეობა მივიღე ხორვატიაში გამართულ გრან პრიზე, იმ მიზნით,
რომ ჩავრთულიყავი ჯანსაღ კონკურენციაში იმ სპორტსმენებთან, რომლებიც მოიაზრებოდნენ მსოფლიოზე დასაყენებელ კანდიდატებს შორის.

ვინაიდან ევროპის ჩემპიონატზე არ გაკეთებულა არანაირი შედეგი, წესების თანახმად, ყველას თანაბარი შანსი გვეძლეოდა, დავმდგარიყავით მსოფლიო ჩემპიონატზე ტურნირებზე გაკეთებული შედეგებიდან გამომდინარე (რაც შეთანხმებული იყო ტრენერებთან).

მას შემდეგ, რაც დავიკავე პირველი ადგილი, მე, როგორც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ერთადერთ ოქროსმედალოსანს, მეკუთვნის ბაქოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა.

ამის შემდეგ შევუთვალე ჩემს კონკურენტს, ბექა ღვინიაშვილს, რომ მასაც უნდა ეჭიდავა უნგრეთში გასამართ გრან პრიზე, სადაც ასევე მონაწილეობას ღებულობდა უშანგი მარგიანი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მოქმედი პრიზიორია, თავადაც ჩაერთო კონკურენციაში და თქვა, რომ ვინც ძლიერია, ის უნდა წასულიყო მსოფლიოზე.

ბექამ კი, როგორც ხედავთ, არ იასპარეზა არც ერთ შეჯიბრზე და თავად მოიკლა შანსი იმისა, რომ მსოფლიოზე დამდგარიყო.

როგორც მოგეხსენებათ, მე და მარგიანმა, ორივემ გავაკეთეთ შედეგი და მოვიპოვეთ უფლება, ვიასპარეზოთ ჩემპიონატზე, რაზედაც მწვრთნელებმა, რომლებიც ირაკლი ცორეკიძესთან ერთად, დავით ქევხიშვილმა საჯაროდ დაითხოვა დაკავებული პოსტებიდან, განმიცხადეს, რომ ბექა ყოველგვარი კონკურენციისა და შეჯიბრის გარეშე მაინც დადგება მსოფლიო ჩემპიონატზე.

მე მათ ვუთხარი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეკუთვნის მსოფლიოზე დაყენება გაკეთებული შედეგიდან გამომდინარე, მზად ვიყავი, ბექასთან ერთად მეასპარეზა ბელორუსიაში გასამართ ჩემპიონატზე.

მათ საპასუხოდ განმიცხადეს, რომ ბექა ვერ იჭიდავებს დაუსაბუთებელი მიზეზების გამო და ფაქტიურად, მისპობენ შანსს, გავემგზავრო მსოფლიო ჩემპიონატზე.

მე, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვაცხადებ, რომ მზად ვარ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ შეჯიბრზე ტატამზე დავუპირისპირდე ბექა ღვინიაშვილს ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში და ობიექტურმა შემფასებლებმა გამოარკვიონ ჩვენში საუკეთესო.

მე დღეს ვიჩაგრები იმის გამო, რომ დავუპირისპირდი დავით ქევხიშვილს და მის გუნდს. მას უნდა, რომ ბიჭები არაჯანსაღი კონკურენციით, ტატამს გარეთ დაგვაპირისპიროს ერთმანეთს, რასაც არ დავუშვებთ, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ.

დღეს ძიუდოს ფედერაცია იმართება კვლავ დავით ქევხიშვილის მიერ და ის მიკერძოებულად ცდილობს ჩემი ბედის გადაწყვეტას.

მსოფლიო ჩემპიონატზე დაყენება არ ხდება ნაჩუქრობით, არამედ კონკურენციითა და გაკეთებული შედეგებიდან გამომდინარე, რაც მე უკვე გავაკეთე.

კიდევ აღვნიშნავ, რომ მე მზად ვარ, ბექა ღვინიაშვილთან ერთად ტატამზე გავარკვიო ჩვენში საუკეთესო და ვითხოვ, გაიმართოს შიდა შეჯიბრი ოფიციალური მსაჯისა და შემფასებლების თანდასწრებით, ვინაიდან, მწვრთნელები უარს აცხადებენ მის საზღვარგარეთ ასპარეზობაზე.

ძიუდოს ისტორიაში არ არსებობს შემთხვევა, რომ გუნდი დადგეს პირადი სიმპათიების საფუძველზე. გუნდი უნდა შედგეს შედეგებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში, ბოლო და საუკეთესო შედეგი მაქვს მე და ის შედეგები, რაც ჰქონდა ბექას, დაეხმარა მას ეასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მან შედეგი ვერ გააკეთა.

შესაბამისად, 3-ჯერ ძლიერ ტურნირზე მას არ ეკუთვნის უკონკურენციოდ და უჭიდავებლად დაყენება.

ყველას, ვისაც ხელეწიფება ამ პროცესებში ჩართვა, ვთხოვ, დამეხმარონ ჩემი უფლებების დაცვაში. მე ვითხოვ ჭიდაობას და ჯანსაღ კონკურენციას ტატამზე", - წერს ჭრიკიშვილი.

Sportall.Ge

altზაგრების გრან პრი: ჭრიკიშვილისა და თუშიშვილის ოქროს დასასრული [VIDEO]

altავთანდილ ჭრიკიშვილის მეუღლე: დღეს, ამ გამარჯვების ფონზე, ამ არარაობების ყეფა აღარაფრად ღირს

მკითხველის კომენტარები / 63 /
ეს რა ამბებია ვერ გამიგია. კაცი ამბობს რომ მე კი არ გამისჰვიტ არამედ უკონკურენციოდ ნუ გაუშვებთ იმასო. დაგვა ჭიდეთ და უკეთესი წავიდესო. რას ბოდიალობთ აქ ზოგზოგიერთები. რომელი ჯობია შერჩევით წასული თუ სიძლიერით წასული? თუ ბექ ძლიერია მოერევა ჭრიკოს ან პირიქით. რა არის ამაში გასაკვირი? კაცს პრეტენზია აქვს საფუძვლიანი ითხოვს თანაბარ პირობებს და არა მიკერძოებას. ასე რომ ცოტა თავი გაარყიეთ და ზოგზოგიერთებმა მოზომეთ რას წერთ. ეს სპორტია და არა პოლიტიკა. გაარიჩიეთ ერთმანეთისგან ჯობს
1234
15 აგვისტო 2018 20:00
13
ეგრე არაა ავთო ძმობილო! ბექა წლებია წვალობს, შენს ძმაკაცს ლიპოს საოლიმპიადოდ უთქმელად დაუთმო ადგილი 90-ში და იმდენი შესძლო ამ პატარა ბიჭმა რომ ოლიმპიადაზე 100-ში იჭიდავა! ერთი სიტყვა არ დაუძრავს დავეჭიდოთო, არა და უმაგრეს ფორმაში იყო მაშინ!!! ამჟამად რეიტინგში შენზე წინაც არის და მხოლოდ ერთ ტურნირზე გამარჯვების გამო (ისიც სასუალო დონის მოწინააღმდეგები დაამარცხე) არ არის მართებული მსოფლიოზე მე უნდა წავიდეს ძახილი! ამ მსოფლიოზე ბექა უნდა წავიდეს იმიტომ რომ იმსახურებს ეგ ბიჭი!!!
პაატა
15 აგვისტო 2018 18:23
13
ცოლმა დაუწერა უეჭველი
90კგ
15 აგვისტო 2018 17:44
24
ავთო მე შენი გულშემატკივარი ვარ როგორც ყველა საქართველოს ნაკრებში მოასპარეზე ძიუდოისტისა! მაგრამ ამ შემთხვევაში მხარს ვერ დაგიჭერ 1. იმიტომ რომ ნაკრებში დაპირისპირება ძიუდოისტებს შორის დაარღვევს გუნდურობას რაც შემდგომ მთელ ნაკრებძე აისახება. 2 იმიტომ რომ საქართველოს ჩემპიონატზე ბექამ ფინალური ორთაბრძოლა მოგიგო 3 იმიტომ რომ ბექა ტურნირებზე არ გამოყავდათ ჩემი აზრით რომ ტრავმა არ გამიზეზებოდა და მსოფლიოს ოფტიმალურ ფორმაში შეხვედროდა 4 იმიტოტმ რომ ჩემთვის ბექა და ავთო ორივეს თანაბრათ ვგულშემატკივრობ. 5 იმიტომ რომ ყოველთვის ვფიქრობდი რომ შენ 81-ში უნდა გეჭიდავა და საქართველოს ყველა წონაში უძლიერესი ფალავანი უნდა ყოლოდა!
gurami
15 აგვისტო 2018 18:08
4
მაგის ლოგიკით---მაგის ძმაკაც ლიპოს არც ევროპაზე გაუკეთებია რაიმე და ეხლაც პირველივე ტურში გამოვარდა,ხოდა 100 კილოში სხვაა წასაყვანი და არა ლიპო ხოო??
ცუდია როცა ტვინში უჭირს კაცს და კაციშვილი არაა მთქმელი
მახო
15 აგვისტო 2018 20:43
13
კი მარა 100-ში სხვამ ვინ გააკეთა შედეგი? 90-ში კი გააკეთა ჭრიკიმ შედეგი, არა ამბობს ეს კაცი გამიშვითო, შემხვდესო და ვინც მოიგებს ის წავიდესო რაა აქ გაუგებარი?
Kkk
15 აგვისტო 2018 21:39
7
დიახ, არც ლიპო უნდა წავიდეს თუ უფრო წარმატებული კონკურენტი ყავს!
aburjga
15 აგვისტო 2018 23:31
7
ყველა გამოხმაურება
ეჰ რა დღეშია ჩვენი ძიუდო :(
კახა
15 აგვისტო 2018 17:51
0
ეხ როგორ ველოდები მსოფლიოს ჩემპიონატს დღეებს ვითვლი და როგორ გული მწყდება ესეთ რაგაცეებს რომ ვკითხულობ!
laguna
15 აგვისტო 2018 18:16
0
თუ ყველაფერი რასაც წერს სიმართლეს შეესაბამება მაშინ იჩაგრება ისევ უაზრო პოლიტიკის გამო, მართლაც ნიჭიერი მოჭიდავე. ფაქტია ისევ ისე ვერ ვართ შედეგიანები . ნაკლებმა ვარჯიშის ბრალია თუ მოტივაციის არ ქონის ფაქტი სახეზეა. ისე კი ნათქვამია ციხე შიგნიდან ტყდებაო დ არ მისცეთ ამის საშუალება-დიდებული ბიჭები ხართ, მე თქვენი დიდი იმედი მაქ!!
asaqsdasa
15 აგვისტო 2018 17:56
6
რეიტინგში ბექა უნდა იდგეს წინ და ბექას ჩაგრავენ ეს მოძველბიჭო ელემენტები ჯერ იყო და ლიპარტელიანის გამო 100-ში აჭიდავეს ოლიმპიადაზე ეხლა ეს გამოტყდა არც ბექას ვიცნობ და არც ამას მაგრამ ობიექტურობა პირველ რიგში
კახა
15 აგვისტო 2018 19:46
21
ჭრიკიშვილი არ ვიცი და ლიპარტელიანი კი ნაღდად გასაშვებია ნაკრებიდან. ერთი რომ მოჭამა თავისი დრო და მეორე ის რომ მაგის მიერ ატეხილმა ბუნტმა ქართული ძიუდო ძალიან აზარალა
სიმართლე
15 აგვისტო 2018 18:11
19

სიახლეები პოპულარული