ზებედა რეხვიაშვილის იპონით გამარჯვება "ევროპის ღია თასის" ფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელორუსის დედაქალაქ მინსკში ჩატარებულ "ევროპის ღია თასზე" ქართველი ძიუდოისტი ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მან ქვეჯგუფში თავიდან გაფრთხილებებით მოახსნევინა ესტონელი ასლანბეკ მაგომედკარიმოვი, რუს დიმიტრი იარცევს ორი გდება გაუკეთა, რომელთაგან მეორეც პირდაპირ იპონი იყო, მეოთხედფინალში კი სომეხი დავიდ სარგსიანი დააგდო ბეჭებზე. ნახევარფინალში რუსების სახელით მოჭიდავე ქართველს - ირაკლი ბარამიას გაუმკლავდა ამგვარად, ხოლო ფინალში კანადელი ეტიენ ბრაიანდი დააიპონა.

გთავაზობთ ვიდეოს, სადაც მისი ფინალური შეხვედრაა ნაჩვენები.

alt ევროპის ღია თასი. ზებედა რეხვიაშვილის ოქრო მინსკიდან

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვულოცავ ზებედას და მთელ საქართველოს ამ დიდ წარმატებას.
გიოშა
06:52 21-08-2018
0
ლამაზად შეასრულა,ყოჩაღ!
0

სიახლეები პოპულარული