ჭრიკიშვილი და ღვინიაშვილი ბრატისლავაში იჭიდავებენ... იქ გაირკვევა მსოფლიოზე წამსვლელი?

AutoSharing Option
ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი (ორივე - 90) 1-2 სექტემბერს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში იჭიდავებენ ძიუდოისტთა "ევროპის ღია თასზე".

მოგეხსენებათ, ეს ორი ძიუდოისტი ამ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ერთმანეთის კონკურენტად განიხილება, რადგან უშანგი მარგიანს პლანეტის შარშანდელ პირველობაზე მოპოვებული ბრინჯაოს გამო განაღდებული აქვს ეს უფლება. უფრო სწორად, სამწვრთნელო შტაბში უმრავლესობა ღვინიაშვილის წაყვანას ემხრობა, მაგრამ ჭრიკიშვილის განცხადებამ, ვიმსახურებ მსოფლიოს პირველობაზე გამოსვლას და უსამართლოდ ვიჩაგრებიო, სოციალურ ქსელებში ქარბორბალა გამოიწვია. იმდენად დიდი, რომ საქმეში ლამის სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც (!) ჩართეს, საბოლოოდ კი ასეთ კონსესუსზე
შეთანხმდნენ.

იმედია, ორივე სპორტსმენი გაემგზავრება სლოვაკეთში და იქ ნაჩვენები შედეგით გადაწყდება 90 კილოგრამში ბაქოში, პლანეტის პირველობაზე წამსვლელი მეორე კაცის ვინაობა. თუმცა ქართულ ძიუდოში ახლა ისეთი ვითარებაა, შესაძლოა, ამ ტურნირითაც ვერაფერი გადაწყდეს. სამაგიეროდ, ის კი აშკარაა, რომ სეზონის უმთავრეს შეჯიბრებამდე 18 დღით ადრე (მსოფლიოს ჩემპიონატი ბაქოში 20-27 სექტემბერს ტარდება) შეჯიბრებაზე გამოსვლა არც ერთს არ მოუხდება.

ბრატისლავაში 73 კილოგრამში ჩვენგან კიდევ ერთი მონაწილე - ისლამ ქავთარაშვილიცაა დარეგისტრირებული, ვინც თავისი ხარჯით მიდის. თუმცა ასევე საკუთარი ფინანსებით წასვლა სხვებსაც სურთ და ვნახოთ, იქნებ ეს სია ისევ გაიზარდოს.

lelo.ge
მკითხველის კომენტარები / 24 /
ბექა ღვინიაშვილს მოკლე ხელები აქვს ამიტომ დიდი შედეგების დადება ყოველთვის უჭირს.იძულებულია სულ ახლოდან იჭიდავოს და ეს მოწინაღმდეგეებს შესწავლილი აქვთ.
ამაშია საქმე
12:48 02-09-2018
0
მარგიანისათვის ადგილის დაბევება იყო სრული აბსურდი! კაცი რეიტინგშიც შორსაა და მსოფლიოს ბრინჯაოს მიუხედავად, 2 წელია, არცერთი ტურნირი არ მოუგია, ხოლო, სადაც მედალი აიღო, სუსტი შემადგენლობის ან იღბლიანი წილისყრის მეშვეობით, მარტივი მეტოქეები შეხვდა, რომელთაც მოუგო. ძლიერ მოწინააღმდეგეებთან კი წაგებული აქვს, ერთადერთი გამონაკლისი კუკოლია. ან ღვინიაშვილისათვის უნდა დაეკავებინათ ადგილი და ჭრიკიშვილსა და მარგიანს შორის ეძებნათ წამსვლელი, ან კიდევ, სამივე ერთად გაეშვათ რომელიმე ტურნირზე. რაც გააკეთეს ე.წ.მწვრთნელებმა, უბრალოდ, სირცხვილია. ბოლომდე გაწირეს ღვინიაშვილი და ამას თუ ჭრიკიშვილის საგვარეულოს მხრიდან ატეხილ ნეხვის სროლასაც მივამატებთ, ღვინიაშვილი დიდი ალბათობით შეგვიძლია, რომ მსოფლიო ჩემპიონატს გარეთ დარჩენილად ჩავთვალით. რაც ასევე აბსურდი იქნება, რადგან რეიტინგში მესამეა...
ვთპუ
02:50 01-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული