დაძაბულ ბრძოლაში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 2 სექტემბერს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ძიუდოისტთა "ევროპის ღია თასის" ფინალში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა.

ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ორივე ძიუდოისტი ცდილობდა პოზიციური უპირატესობის მოპოვებას, თუმცა რაღაც მომენტში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი ილეთზე დაიჭირა, გდება განახორციელა და ერთი ქულით დაწინაურდა. ჭრიკიშვილის მცდელობების მიუხედავად ღვინიაშვილმა თავი კარგად დაიცვა და გამარჯვება მოიპოვა. 

ტურნირის ნახევარფინალში ბექა ღვინიაშვილმა კანადელი მოჰაბ ელ ნაჰასი დაამარცხა. ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილს საკმაოდ რთული დაპირისპირება გამოუვიდა რუს რომან დონსტოვთან, რომელიც დამატებით დროში იპონით დაამარცხა.

ტურნირს მეოთხედფინალში კანადელ მოჰაბ ელ
ნაჰასთან დაპირისპირებაში პაატა ღვინიაშვილი ტურნირს გამოეთიშა და ქართული ნახევარფინალი არ შედგება.

მოგეხსენებათ, ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი ამ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ერთმანეთის კონკურენტად განიხილებოდა და დიდი ალბათობით ამ გამარჯვებით წამსვლელის ბედი ოფიციალურად გადაწყდა. 

მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა განაცხადში ამ დროისთვის უშანგი მარგიანი და გიორგი პაპუნაშვილი არიან დარეგისტრირებულები. გიორგი პაპუნაშვილს კი დიდი ალბათობით ბექა ღვინიაშვილი ჩაანაცვლებს, ხოლო უშანგი მარგიანს პლანეტის შარშანდელ პირველობაზე მოპოვებული ბრინჯაოს გამო განაღდებული აქვს ეს უფლება.

მკითხველის კომენტარები / 50 /
სამართალმა პური სჭამაა :) გილოცავ ბექა ამ უაზრო პაექრობების გარეშეც გვჯეროდა რომ შენ ნომერ პირველი ხარ,მაგრამ კიდევ ერთხელ დაამტკიცე რომ მართლა ფალავანი ხარ და არა კლავიატურის ლომი როგორც ვიღაც ვიღაცეები არიან :)
ჯოტო
02 სექტემბერი 2018 20:27
7
ბექა არის უძლიერესი და მისი არ წაყვანა მსოფლიოზე იქნება დიდი უსინდისობა და სიბეცე. ვერ გავიგე რას ნიშნავს, მსოფლიოს პრიზიორია და ადგილი დაბევებული აქვს,სად ხდება ასე? სამართლიანი იქნებოდა სამივეს შორის კონკურსი. ბექას დიდი მომავალი აქვს და თუ ხელს შეუწყობენ ბევრჯერ ასახელებს ქვეყანას!
ჯუდო80
02 სექტემბერი 2018 20:27
0
არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.მსოფლიოს ჩემპიონატზე გასაგზავნი სპორტსმენი ურთიერთშერკინებაში გაირკვა.ეს მთელს მსოფლიოში ასე ხდება და გასაკვირი არაფერია.ვაჟკაცურად იჭიდავეს და დღეისათვის უძლიერესი გამოავლინეს.კაცებში სხვაგვარად ვერც მოხდებოდა.ხვალ შეიძლება ავთანდილმა აჯობოს.მთავარია,რომ გვყავს ორი თანაბარი ძალის მოჭიდავე.ბედნიერად ჩავთვლიდი თავს ოლიმპიური თამაშების ფინალში თუ ვიხილავდი ორივეს.ექნება მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს?მგონი არა.ბაქოში კი ვუსურვოთ ბექას გაჩემპიონება!
გიორგი ჯანიკაშვილი
02 სექტემბერი 2018 20:24
13
ორივეს ვუსურვებ დიდი წარმატებებს, ბექას ადრეც დამსახურებული ჰქონდა მსოფლიოზე გამოსვლა, მაგრამ მაინც უნდა ეწვლა ამ ბიჭს...რომელი ფედერაცია ან ნაკრების მწვრთნელი დაუშვებდა იმას რაც ჩვენებმა დაუშვეს?! მსოფლიოს წინ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან ყველაფერი მოსულა. ბოლოსდა ბოლოს ნაკრებს დაუნიშნეთ ერთი მწვრთნელი და ამ ფედერაციას კიდე პრეზიდენტი აურჩიეთ! დაამთავრეთ ძიუდოში არსებული ვაგხანალია!!!წარმატებები ბექა!!!
პაატა
02 სექტემბერი 2018 19:55
1
რას ქვია “ღირსეულმა” გაიმარჯვა, ჭრიკოს ღირსებაში ეჭვი გეპარებათ??? ჭრიკოზე ხმა არ გავიგო ვისაც ნამუსი გაქვთ, მაგარია ბექაც მარა იოლად არ მოუგია ძლივს მოუგო და ჭრიკო მართალი იყო.
Givi
02 სექტემბერი 2018 19:19
63
არ იყო მართალი. აი არანაირად არ იყო მართალი ავთანდილი თავის მოთხოვნაში.
მაგის მონათესავე ფეისბუკის ლომებს რომ თავი დავანებოთ. არაფრით არ იყო მართალი.
და ახლაც ამ საქციელით ძალიან ბევრი გააფუჭა. იმის მაგივრად ბექას მომზადება მსოფლიოსთვის ნორმალურად დაესრულებინა, საჭირო გახადა სწრაფად შეეწყვიტა მომზადება, წონა დაეკლო და სადღაც გადაკარგულში ტურნირზე გამოსულიყო. ახლა რამდენად მომზადებული ჩავა ბაქოში კიდევ ცალკე საკითხია. ფსიქოლოგიურ წნეხზე აღარ ვსაუბრობ.
ბექას ერთადერთი დანაშაული რაც არის არის ის რომ აყვა ამათ და ტურნირზე გამოვიდა
"არაფრის" დასამტკიცებლად.
abdali
03 სექტემბერი 2018 11:50
0
აქ გაჟღერებული აზრი მომეწონა ავთოს 81-ში დაბრუნების შესახებ.
****
02 სექტემბერი 2018 19:12
0
ორივე მაგრები ხართ, გილოცავ ბექა ნამდვილად დაამტკიცე შენი სიძლიერე, წარმატებები მსოფლიოზე, იმედია დამშვიდდება ყველა და აღარ მოხდება საქვეყნოდ შიდა კონკურენციის გამოტანა და მწვრთნელების საქმეში ჩარევა, ესე აჯობებს ყველასთვის!
ზურა
02 სექტემბერი 2018 18:56
1
მარტო იმიტომ გამეხარდა ამ ბიჭის გამარჯვება რომ, ისეთი შანტაჯები მოუწყო ჭრიკიშვილის ცოლოურმა მეგონა ცოცხლად შეჭამდნენ. ყოჩაღ ბექა, აი ღირსეული და გაწონასწორებული ახალგაზრდა, აი რა ტყუილა ატეხეს ძიუდოში შანტაჯები. ბექა, გისურვებ მსოფლიო ჩემპიონობას.
ღირსეულმა ლომმა გაიმარჯვა
02 სექტემბერი 2018 18:41
4
ორივე უნდა წავიდეს მსოფლიოზე მარგიანი ოქროს ვერსად წვდება და მით უმეტეს მსოფლიოზე.
levani
02 სექტემბერი 2018 18:36
22
Rato unda wavides chrikishvili ver gavige? Margians shedegi aqvs da es kide isterikebs awyobs. Jer kacobaa da mere sporcmenoba
Gagi
02 სექტემბერი 2018 18:55
4
საწყალი ბიჭი როგორ ყველა ჩაგრავს, აგერ ბექამაც არ დაინდო(((
არ გრცხვენია ბექა? ცოდვა არ არის?
dato
02 სექტემბერი 2018 18:21
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული