ჯაბა პაპინაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
13 სექტემბერს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯაბა პაპინაშვილმა (60) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პაპინაშვილი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჰოლანდიელ ივო ვერჯორსტერტს დაუპირისპირდა და ვაზარით მოუგო. ეს საქართველოს ნაკრებისთვის პირველი მედალია ევროპის ჩემპიონატზე.

შეგახსენებთ, რომ ტურნირმა სტარტი დღეს აიღო.

კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ბაგრატ ნინიაშვილს (66) აქვს, რომელიც ფინალში ებრაელი ამიტ ბობოვიჩს შეხვდება.

60 კილოგრამში მეორე მონაწილემ, თემურ ნოზაძემ პირველ შეხვედრაში კვიპროსელ ლუკა ლუკასს მოუგო, ხოლო მეორე დაპირისპირება რუს კონსტანტინ სიმეონდისთან დათმო.

55 კგ წონით კატეგორიაში ვანო ხუბაშვილი პირველივე შეხვედრაში
თურქ ოგუზან ოზისიკთან დამარცხდა.

რაც შეეხებათ გოგონებს, დღეს მხოლოდ ერთი მონაწილე ნატალია ყიფშიძე გვყავდა (48), რომელმაც პირველივე შეხვედრა ავსტრიელ ჟაკლინ სპრინგერთან დათმო.

14 სექტემბერს ვაჟებში 73 და 81 კგ წონითი კატეგორიების შეხვედრები გაიმართება. 73-ში მონაწილე არ გვეყოლება, თუმცა 81-ში ორი ქართველი ძიუდოისტი - ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გამოვლენ.

გოგონებში: ეთერ ლიპარტელიანი, მზია ბებოშვილი (57), მარიამ ჭანტურია (70).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული