ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ოქრო და ვერცხლი გარანტირებული გვაქვს

AutoSharing Option
14 სექტემბერს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მედლებისთვის 4 ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს.

აღსანიშნავია, რომ 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართება. ლუკა მაისურაძე ტატო გრიგალაშვილს დაუპირისპირდება. 81-ში ორი მონაწილე გვყავდა და ორივე ფინალში გავიდა, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია.

ასევე ფინალში გავიდა ეთერ ლიპარტელიანი (57), რომლის მეტოქე ფრანგი სარა ლეონი იქნება.

გარდა ამისა, ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს მარიამ ჭანტურიას (70), რომელმაც რეპეშაჟში შვედ იდა ერისონს სძლია და ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჰოლანდიელ ჯესიკა გორისენს შეხვდება.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქართველ ძიუდოისტებს უკვე გარანტირებული აქვთ
3 მედალი. ყველაზე კარგ შემთხვევაში შეიძლება 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოვიპოვოთ, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი - 1 ოქრო და 2 ვერცხლი.

ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილებისა, ასევე იასპარეზა მზია ბებოშვილმაც (57), რომელიც მერვედფინალში სერბ მარიკა პერიშიჩთან დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს ჯაბა პაპინაშვილმა (60) და ბაგრატ ნინიაშვილმა (66) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

altბაგრატ ნინიაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]

altჯაბა პაპინაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
სეხნიავ ძან კარგი გოგოა და წარმატებებს ვუსურვებ
ზვიადი
17:28 14-09-2018
1
როდემდე უნდა გაგრზელდეს ცჰაგვრა ამ მაგარი ბიცჰების და გოგოების?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული