ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: გელა ზაალიშვილმა საქართველოს მე-3 ოქროს მედალი მოუტანა

AutoSharing Option
15 სექტემბერს გელა ზაალიშვილი (+100) ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ზაალიშვილმა ფინალში გერმანიის წარმომადგენელი ერიკ ამბრამოვი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ზაალიშვილმა საქართველოს მესამე ოქროს მედალი მოუტანა.

დღეს ასევე ტურნირის გამარჯვებული ონისე სანებლიძე (100) გახდა. გარდა ამისა სოფიო სომხიშვილმა (+78) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებზე ევროპის ახალგაზრდულ ჩემიონატზე 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა 4 მედალი მოიპოვეს. გუშინ, 81 კგ. წონით კატეგორიაში, ქართული ფინალი გაიმართა, სადაც
ლუკა მაისურაძემ ტატო გრიგალაშვილი დაამარცხა. შესაბამისად მაისურაძემ ოქროს, ხოლო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. გარდა ამისა გოგონებში ეთერ ლიპარტელიანმა (57) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო მარიამ ჭანტურიამ (70) ბრინჯაოს მედალი მოიგო.

13 სექტემბერს კი ჯაბა პაპინაშვილმა (60) და ბაგრატ ნინიაშვილმა (66) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

16 სექტემბერს სოფიაში გუნდური შეჯბრება დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებებს და მართლაც შესანიშნავ გამოსვლებს.დილის ბრძოლებსაც ვუყურე და მართლააც მაგრად იჭიდავეს.ბიჭები ყოველთვის წარმატებით გამოდიოდნემ და ეს თითქმის ჩვეულებრივი ამბავია,მაგრამ,ჩვენმა გოგოებმაც რომ ძალიან კარგად იჭიდავეს?5 დან 3-მმა მედალი აიღო და ყიფშიძე ბებოშვილსაც,მიუხედავად ადრეული წაგებებისა,ცუდად არ უჭიდავიათ.აშკარად ჩანს,რომ გაცილებით მეტი შეუძლიათ და აუცილებლად მოუმატებენ.მარიამ ჭანტურია,დარწმუნებული ვარ მსაჯებმა დაწვეს წაგებულ შეხვედრაში გაფრთხილებებით.აშკარად არ იმსახურებდა ამას.რეპეშაჟში კი მიუხედავად გამარჯვებისა,გამოჩნდა,რომ ფიზიკური გამძლეობა მოსამატებელი აქვს მარიამს.ისა და შვედი მეტოქე,ბოლოს ერთმანეთს ეყუდებოდნენ,ისე დაიღალნენ,თუმცა მაინც ჩვენმა იძალა ბოლოს.მასზე უფრო მეტად ემჩნევა გამძლეობის ნაკლებობა სოფიო სომხიშვილს,თუმცა თუ შარშან ორი წუთის შემდეგ იღლებოდა,წელს ეს სამი წუთის შემდეგ ეტყობოდა და დამატებით დროში უბრალოდ ვეღარ სუნთქავდა.არა და მშვენივრად ჭიდაობდა.სოფიომ თუ შესძლო მთელი შეხვედრის თანაბარ ტემპში წარმართვა,მაშინ დიდებშიც ბევრი ვერ დაუდგება,ისეთი მოძრავია ამხელა გოგო.
სოსო
10:15 16-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული