მსოფლიოს ჩემპიონატი: ჩხვიმიანმა და პაპინაშვილმა პირველი შეხვედრები მოიგეს

AutoSharing Option
20 სექტემბერს ბაქოში მსოფლიოს ძიუდოისტთა ჩემპიონატი დაიწყო, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა პირველი შეხვედრები მოიგეს.

ლუხუმ ჩხვიმიანი პირველ წრეში ისვენებდა და მეორე წრეში ბულგარელი ვალენტინ ალიპიევი იპონით დაამარცხა. ჩხვიმიანი მომდევნო შეხვედრაში იაპონელ რიუჯუ ნაგაიამას დაუპირისპირდება.

ჩხვიმიანის მსგავსად ისვენებდა ამირან პაპინაშვილიც, რომელმაც მეორე წრეში მალავის წარმომადგენელი ემანუელ ნდავუ ასევე იპონით დაამარცხა. პაპინაშვილის მომდევნო მეტოქე ბულგარელი იანიასლავ გერჩევი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თითო დღეს თითო წონითი კატეგორიის შეხვედრები იმართება. დღეს ვაჟებში მხოლოდ 60 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გამოვლენ, ხოლო ქალებში - 48 კგ
წონითი კატეგორიის. სამწუხაროდ, საქართველოს ქალებში წარმომადგენელი არ ჰყავს და შესაბამისად, 27 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ვერც გუნდურ პირველობაში გამოვა.

altმსოფლიოს ჩემპიონატი იწყება! - დღეს 2 ქართველი ძიუდოისტი გამოვა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ქალებში წარმომადგენლები რომ არ გვყავს ეს სამწუხარო კი არა, ძალიან კარგია!
aburjga
12:34 20-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული