მსოფლიოს ჩემპიონატი: ამირან პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
20 სექტემბერს, ბაქოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი (60) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

პაპინაშვილმა ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან წააგო. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო დამატებით დროში ოქროს ქულა მშვიდობაძემ მოიპოვა და ფინალში გავიდა, ხოლო პაპინაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს შეხვდება.

altძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. ფინალური ბლოკი [LIVE]

პაპინაშვილმა მეოთხედფინალში ბრაზილიელ ერიკ ტაკაბტაკეს ვაზარით სძლია. ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალში ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის შარშადელი ფინალისტი, აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი 20 წამში იპონით დაამარცხა და მეტოქე სახტად დატოვა.



alt

პაპინაშვილმა აზერბაიჯანელი მეტოქე 20 წამში დაამარცხა და გაოგნებული დატოვა [VIDEO]

აღსანიშნავია, რომ აქამდე პაპინაშვილს საფაროვთან უარყოფითი ბალანსი 1:2-ზე ჰქონდა, თუმცა ახლა უკვე თანაბრად არიან.

პირველ შეხვედრაში კი პაპინაშვილმა მალავის წარმომადგენელი ემანუელ ნდავუ ასევე იპონით დაამარცხა, ხოლო შემდეგ ბულგარელ იანისლავ გერჩევს იპონით სძლია.

რაც შეეხება მეორე ქართველ ძიუდოისტს, ლუხუმ ჩხვიმიანმა მსოფლიოს რეიტინგის ლიდერ იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან სამი გაფრთხილებით წააგო.

აქამდე ჩხვიმიანმა მეორე წრეში ბულგარელი ვალენტინ ალიპიევი იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თითო დღეს თითო წონითი კატეგორიის შეხვედრები იმართება. დღეს ვაჟებში მხოლოდ 60 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გამოვლენ, ხოლო ქალებში - 48 კგ წონითი კატეგორიის. სამწუხაროდ, საქართველოს ქალებში წარმომადგენელი არ ჰყავს და შესაბამისად, 27 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ვერც გუნდურ პირველობაში გამოვა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ნახევარფინალში ორი ქართველი და ორი იაპონელი
ყოჩაღ
20:44 20-09-2018
0
დაბლოკეტ კომენტარები და მოეფერეტ რობერტს.
lelo
17:56 20-09-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული