დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს

AutoSharing Option
22 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილი (73) იასპარეზებს.

ლაშა შავდათუაშვილი კატარის წარმომადგენელ ჰალილ რებაჰის მეორე წრეში დაუპირისპირდება. შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ჯერჯეობით მხოლოდ ერთი მედალია. ამირან პაპინაშვილმა (60) ტურნირის დაწყების დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

altვაჟა მარგველაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]

altმსოფლიოს ჩემპიონატი: ვაჟა მარგველაშვილმა პირველივე შეხვედრა ლამაზი გდებით მოიგო [VIDEO]

altამირან პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

altპაპინაშვილმა აზერბაიჯანელი მეტოქე 20 წამში დაამარცხა და გაოგნებული დატოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლაშამ უკვე ორი ბრძოლა მოიგო,მაგრამ მეორე ბრძოლაში,ბულგარელთან,მეტოქე მთელი შეხვედრა თავს იცავდა,შეტევაში არაფერი გაუკეთებია,თავიდანვე ჩავარდნისთვის მისცეს გაფრთხილება და ამის შემდეგ,მთელი ძირითადი და დამატებითის 2,49 წუთი აღარ გახსენებიათ მისი გაფრთხილება,მაშინაც იმიტომ გააფრთხილეს,რომ ლაშამ ილეთი გაუკეთა,შეაფასეს ვაზარით და ისევ გაუუქმეს,გაფრთხილების სანაცვლოდ.ლაშას 4 წუთზე მეტი დასჭირდა მის სუფთაზე დასაგდებად და სად დააკლდება აქ დახარჯული ენერგია,ღმერთმა იცის სად დააკლდება მეთქი ვწერდი და ლაშას ისევ უხმეს საჭიდაოდ.ძალიან,ძალიან დაიღალა ლაშა,მაგრამ მაინც მოიგო ეს შეხვედრა და კიდევ შეახსენებს ალბა ეს დაღლილობა თავს.არა და ჩხვიმიანი პირველ დღეს არ გაჩერებულა,სულ წინ მიიწევდა ,მაგრამ მასაჯებმა სამ წუთში მაინც სამი გაფრთხილებით მოხსნეს.არა ვარ ძიუდოს სპეციალისტი და სხვებს ალბათ უფრო სწორი ანალიზი შეუძლიათ,მაგრამ ჩემთვის ამ ორი ჭიდაობის შედარება,თვალნათელი მაგალითია,რა შეუძლიათ მსაჯებს.ორუჯოვთან ლაშა უკვე არაქათ გაცლილი მივა.
სოსო
13:57 22-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული