მსოფლიო ჩემპიონატი: შავდათუაშვილი მეოთხედფინალში იპონით დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 22 სექტემბერს ქართველმა ფალავანმა ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) მეოთხედფინალში მუჰამედ მოჰამადისთან იპონით დამარცხდა და ბრინჯაოს მედალისთვის გააგრძელებს ბრძოლას. ირანელს ქართველის დასამარცხებლად 13 წამი დასჭირდა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მისი რეპეშაჟის ნახევარფინალში მონღოლი ცენდ-ოჩირი იქნება. ფინალური ბლოკი 16:00 საათზე დაიწყება

დღეს ლაშა შავდათუაშვილის პირველი მეტოქე ყატარელი კალილ რებაჰი იყო, რომელსაც ილეთი არ განუხორციელებია და სამი გაფრთხილებით დამარცხდა.

ხოლო მეორე მეტოქე ბელარუსელი შოკა იყო, რომელიც ქართველმა ძიუდოისტმა "ოქროს ქულის" მოპოვებით, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

მესამე ეტაპზე ჩვენებური ფრანგ აქსუსს დაუპირისპირდა, რომელსაც ვაზარით სძლია და
მეოთხედფინალში გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჯერ ირანელთან დამარცხდა, შემდეგ კი მონღოლთან. სირცხვილი და ისევ სირცხვილი. 2010 – 2018წლებში (მსოფლიო ჩემპიონატებზე, ინდივიდუალურში), მონღოლებთან ეს ჩვენი ძიუდოისტების ზედიზედ მე 9 მარცხი იყო. კატასტროფაა პირდაპირ. ზედა წონების იმედად ვრჩებით.
ლაშა L.S.R.
17:15 22-09-2018
1
ამას კახურად რაღაც ჰქვია... ნაკრების წევრი ხარ მეტი მობილიზება და კონცენტრაცია ვერ უნდა შეძლოოოო? ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს!!!
სჯობს სხვას მიეცეს თავის წარმოჩენის საშუალება !!!
ქართული ძიუდოს გულშემატკივარი
16:11 22-09-2018
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული