ზებედა რეხვიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა

AutoSharing Option
23 სექტემბერს ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ზებედა რეხვიაშვილმა (81) ასპარეზობმა მეორე წრეში დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ რეხვიაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. ის პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი გეგუტიძესთან დამარცხდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო ოქროს ქულა გეგუტიძემ მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

სამწუხაროდ დღესაც უმედლოდ დავრჩით. ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე მხოლოდ ერთი მედალი. ამირან პაპინაშვილმა (60) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

24 სექტემბერს ასპარეზზე 90 კგ. წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გამოვლენ. ამ წონაში 60-ის მსგავსად ორი მონაწილე გვყავს.
უშანგი მარგიანი
ესპანელ ლორენსო ადრიან ნაჩიმენტოსა და ჩინელჰებილიჯი ბუს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო ბექა ღვინიაშვილი გერმანელ ედუარდ ტრიპელს დაუპირისპირდება.

altამირან პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
სამწუხარო რეალობაა,მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას:ისევე,როგორც 90-ინი წლებიდან მოყოლებული ქართული ფეხბურთი შევარდნაძის ,,ლუბიმჩიკ¨მერაბ ჟორდანიას ხელით დაამიწეს და მაშინდელი ბრწყინვალე თაობა დაუკარგეს ქვეყანას,დღეს ძიუ-დოს მშვენივრად აწყობილი სისტემაც მოსპეს უკვექევხიშვილის ხელით.სატირელია მოჭიდავეების ყურება.რას უნდა ელოდე მათგან,როცა 20 კაციანი დელეგაცია ბაქოში ორი სხვადასხვა თვითმფრინავით მიფრინავს? რუსებმა აისრულეს გულიწადილი და ორივე სახეობა,რომლებშიც დიდი უპირატესობა გვქონდა'ჩვენივე უძღები შვილების ხელით დაგვანგრევინეს.[ვიცი,რომ არ გამოაქვეყნებთ,მაგრამ თქვენ თვითონრომ წაიკითხავთ-ეგეც საქმეა].
გიორგი ჯანიკაშვილი
13:41 23-09-2018
2
და ჭრიკიშვილმა ფბ-ზე პოსტების წერას იქნებ გაიჭირვოს და 81კგ-ში დაბრუნება არჩიოს, ოლიმპიადამდე კიდევ 2 წელია და იქნებ მაღალი რეიტინგითაც შეხვდეს ძველ წონაში დაბრუნებული. დააბრუნეთ უზნაძე, რომ შეხედავ ნიჭიერი და ინტელიგენტი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, მწვრთნელიც და მენეჯერიც რომ დანარჩენზე უკეთესი ყოფილა, გამოჩნდა
llcl
13:23 23-09-2018
2

სიახლეები პოპულარული