შოკი! - ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველივე შეხვედრა წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა (90) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველივე შეხვედრა წააგო.

ღვინიაშვილი გერმანელ ედუარდ ტრიპელს შეხვდა და იპონით დამარცხდა. გერმანელმა ღვინიაშვილი ილეთზე დაიჭირა და საპირისპიროდ დასცა.

სამწუხაროდ, ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს უმედლოდ ტოვებს, არადა, ამ წონაში გამოსასვლელად მან ავთანდილ ჭრიკიშვილთან ერთგვარი დუელიც კი გამართა. ბრატისლავის ევროპის თასზე ბექა ღვინიაშვილმა ფინალში ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა და მსოფლიოს პირველობაზე წასვლის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ დღეს 90-ში უშანგი მარგიანიც იჭიდავებს, რომლის მეტოქე ჩინელი ჰებილიჯი ბუ იქნება.
მკითხველის კომენტარები / 40 /
ადრეც ვწერდი და ახლაც ვიმეორებ,რომ: ვარჯიშის მაგიერ მიტინგების მოწყობა და ჩაქუჩებით სირბილი(კარის ასაჭედად) შედეგს ვერ მოგცემთ შვილოსააა...მაგ მიტინგ-პროტესტებს,ჯობდა სასამართლოსთვის და გამოძიებისთვის მიგემართათ და გაარკვევდნენ ვინ რა ჭამა და "მოტეხა", მაგრამ ძველბიჭურმა იძალა და ხო არ იჩივლებდნენ ეს გამოდიოდა ბ...რი და ეს ეკადრებათ სიმონ? აი შედეგიც..........მე ჩასაფრებული არა ვარ, გამწარებული რიგითი გულშემატკივარი ვარ, (ლიპარტელიანიც ამათ გზას გაუყვება)
gela
25 სექტემბერი 2018 08:37
2
სულ ჭრიკიშვილი დამიდგა თვალწინ ოლიმპიადაზე, ბავშვური შეცდომით. რა არის ეს თუ არა კონცენტრაციის არარსებობა?! რა თაობა და რა ბიჭები იკარგებიან უმედლებოდ ამ სულელების ხელში... დანაშაულია ეს ჩვეულებრივი...
Lasha
25 სექტემბერი 2018 01:05
1
ასე იცის უტვინო მენეჯმენტმა!!! აიყვანეთ ერთი ფსიქოლოგი რომ დააქციეთ ქართული ძიუდო და მხოლოდ ფულის გაყოფაზე ხართ დამაციდინებული.
სტეპანიჩი
24 სექტემბერი 2018 23:31
1
ზოგი ჭირიც მარგებელია. ფედერაცია რომელიც სპორტსმენების დაკრულზე დაიწყებს ცეკვას განწირულია მარცხისთვის. ერთით კარგია კიდეც ეს განადგურება, რომ მომავალში სპორტსმენმა მისი ადგილი იცოდეს და მენეჯერმა მისი. ჭიდაობა გეხერხება? წადი ბიძია და იჭიდავე, მწვრთნელობა იცი? ასწავლე სპორტსმენს და დაარიგე, მაგრამ ცალკე კიდევ მენეჯერობას ნუღარ დაიბრალებთ. აი ეს შეგნება არ მოვიდა დღემდე ქართული სპორტის არც ერთ სახეობაში.
ირაკლი
24 სექტემბერი 2018 18:34
0
შოკი არა ტოლმა! ძაან გაგიკვირდათ?
მთ
24 სექტემბერი 2018 18:30
2
ეხ ბექა ბექა. ყოველთვის ლამაზად ჭიდაობ მაგრამ დიდი ტურნირებზე ყიველთვის იმედებს გვიცრუებ.
გიორგი
24 სექტემბერი 2018 16:41
0
ქართულ ფეხბურთზე ცუდათაა საქმე ძიუდოში!!!
რიტა შენა ხარ?!
24 სექტემბერი 2018 16:01
2
მარგიანს რაც შეეძლო გააკეთა, გამძლეობამ უმტყუნა, დაიღალა. საერთოდ ვისაც გიჭიდავიათ იაპონელთან დამეთანხმებით სხვა დატვირთვა აქვს, ყოვლად მომზადებულები არიან, მათთან მოდუნება უყურადღებობა არ შეიძლება, მხოლოდ ჭრიკიშვილი ჭიდაობს იაპონელებთან ისე, როგორც ბექა საქართველოს ჩემპიონატზე, დარწმუნებული თავის თავში და უშიშრად.ჭრიკიშვილი უნდა წაეყვანათ მსოფლიოზე, ბექამ კი მოუგო შეხვედრა, მარა ჭიდაობის სტილით და თავჯერებულობით მაღლა დგას ჭრიკიშვილი.90 კგ-ში გვყავს მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები და ეხლა სამეულშიც ვერ შევდივართ, არც ჩანს მომავალი.წრიკიშვილი დაგიმტკიცებთ ყველას, რომ ჯერ ის არის ნაკრების პირველი ნომერი.
ჯ ი ჯ ი
24 სექტემბერი 2018 15:53
8
აგერ ბურთი და მოედანი!რასაც წარმოადგენს, ბოლოს იმის აჩრდილი იყო. ყველას გაგვიხარდება მისი წარმატება, მაგრამ ჯერ აშკარად შორს არის საუკეთესო ფორმისაგან. აქ რომ გამოსულიყო და წაეგო, მერე გენახათ კრიტიკა.
: )))))))
24 სექტემბერი 2018 19:49
2
ბექა ისე მაწყენინე რო მტელი დგე გამარჯობას არავის ვეუბნები. ცივმა წყალმაც კი არ მისველა!
teona
24 სექტემბერი 2018 15:19
1
ეს არის უდიდესი სირცხვილი და უპატივცემულობა საკუთარი ქვეყნის ჩვენი წარსული უძლიერესი სპორცმენების ხსოვნის უპატივცემულობა, შეიძლება გერმანელისთვის იაპონელისთვის ან ფრანგისთვის ეს არ იყოს დიდი ტრაგედია იმიტომ რომ სხვა სახეობებში ყავთ ჩემპიონები და საერთოდაც დალაგებულ ქვეყნებში ცხოვრობენ და ბედნიერები არიან ისეც, აქ კი ამ ქვეყანაში თუ ამას ქვეყანა ქვია უიმედობის გაჭირვების პიკია და შენ შემოგყურებს მთელი სპორტული საზოგადოება გამოდიხარ საქართველოს სახელით და ჭრი თავს ქვეყანას, მე ამას ყველაზე ვამბობ ყველაზე, ვინ მოგცათ ამის უფლება? ვინ მოგცათ იმის უფლება სიგარეტი ეწიოთ კონიაკები სვათ და პახმელიებზე იჭიდაოთ?? ხოარ გონიათ რამე იმალება? წადით ბიზია სახში დაუთმეთ გზა ახალგაზრდებს, ბაბუათქვენებმა დაგიტოვეს ადგილი ნაკრებში?? თქვენით არ დაწყებულა და არც მთავრდება ეს ქვეყანა, სირცხვილია სირცხვილიიიიი!!!!!
იპონი
24 სექტემბერი 2018 14:55
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული