ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მან კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი იპონით დაამარცხა.
აქამდე ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და თითო-თითო გამარჯვება ჰქონდათ. პირველი ვაზარი მორალესმა ბრძოლის დაწყებიდან წუთნახევარში მოიპოვა. შერაზადიშვილმა ანგარიში ბრძოლის დასრულებამდე 45 წამით ადრე გაათანაბრა.
დამატებითი დროის დაწყებიდან 2:20 წუთში ნიკამ მეტოქე დააიპონა.
ის პირველია, ვინაც ესპანეთის სახელით ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.
ნახევარფინალში ნიკოლოზმა დამატებით დროში უნგრელ კრისტიან ტოტს სძლია.
ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასი: ნიკოლოზ შერაზადიშვილის მეორე ოქრო