ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
ესპანეთის სახელით მოასპარეზე ძიუდოისტი, 22 წლის ნიკოლოზ შერაზადიშვილი (90 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მან კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი იპონით დაამარცხა.

აქამდე ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და თითო-თითო გამარჯვება ჰქონდათ. პირველი ვაზარი მორალესმა ბრძოლის დაწყებიდან წუთნახევარში მოიპოვა. შერაზადიშვილმა ანგარიში ბრძოლის დასრულებამდე 45 წამით ადრე გაათანაბრა.

დამატებითი დროის დაწყებიდან 2:20 წუთში ნიკამ მეტოქე დააიპონა.

ის პირველია, ვინაც ესპანეთის სახელით ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

ნახევარფინალში ნიკოლოზმა დამატებით დროში უნგრელ კრისტიან ტოტს სძლია.

alt ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასი: ნიკოლოზ

შერაზადიშვილის მეორე ოქრო

altნიკოლოზ შერაზადიშვილი - ქართველი ჩემპიონი ესპანეთიდან

მკითხველის კომენტარები / 17 /
ყველაფერი ლოგიკურია...იმ ქვეყანაში სადაც მწვრთნელები ფულის კეთებაზე ფიქრობენ და არა ქვეყნის სახელზე...და კიდევ ხშირად ასე ხდება ზოგიერთი სპორტცმენი მერე ყოყოჩდება და ბლატაობას იწყებს...ამით ის თავის მომავალს იკლავს..ასეთი სინდრომი ხომ მხოლოდ საქართველოშია ( არადა ჩვენ ხომ უდავოდ ტალანტების ქვეყანა ვართ) გინდათ არგუმენტები? ჯარჯი ზვიადაური: კახი კახიააშვილი: აგერ ნიკა შერაზადაშვილი.....დ. ა. შ განა ისინი ამ წარმატებებს მიაღწევდნენ სამშობლოში?
emigranti
14:51 25-09-2018
2
გაორებული ემოციაა, ქართველმა მოიგო, მაგრამ უცხო ქვეყნის სახელით! ჯერ კიდევ საკითხავია, მოხდებოდა კი ჩვენს ნაკრებში, ჩემპიონობაზე აღარ ვსაუბრობ. ქართულ სპორტში რომ არეულად არის საქმე, ყველა ატყობს. ისევ ჩვენს თავს ვუშავებთ.
მერაბი
12:54 25-09-2018
0

სიახლეები პოპულარული