რა შედეგები გვქონდა ადრე? გთავაზობთ ბოლო 5 წლის ქართულ სტატისტიკას მსოფლიო პირველობაზე:
2013 წელი - ბრაზილია - საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა და მედლების ხარისხის მიხედვით, მეხუთე ადგილზე გავიდა. მაშინ მსოფლიო ჩემპიონატზე ქალებისა და ვაჟების გუნდური შეჯიბრება ცალ-ცალკე იყო დაყოფილი და ოქროს მედალი რუსეთის ფინალში ძლევით მოვიპოვეთ. ამ წელს ვერცხლის მედლით დაამთავრა ასპარეზობა 81 კილოში
2014 წელი - რუსეთი - საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა და მედლების ხარისხით მეექვსე ადგილზე გავიდა. 81 კილოში ოქროს მედალი ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოიპოვა, 60 კილოში ამირან პაპინაშვილს და 90 კილოში ვარლამ ლიპარტელიანს ბრინჯაო ერგოთ; ამავდროულად, გუნდურ ჩათვლაშიც ბრინჯაო მოვიპოვეთ.
2015 წელი - ყაზახეთი - საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა და მედლების ხარისხით მე-14 ადგილზე გავიდა. 90 კილოში ვარლამ ლიპარტელიანმა და +100 კილოში ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაო მოიპოვეს, აგრეთვე გუნდურ ჩათვლაშიც ბრინჯაო გვერგო.
2016 წელი - ბრაზილია, ოლიმპიადა - საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა და მედლების ხარისხით მე-13 ადგილზე გავიდა. 90 კილოში ვერცხლის მედალი მოიპოვა ვარლამ ლიპარტელიანმა და 73 კილოში ბრინჯაო - ლაშა შავდათუაშვილმა.
2017 წელი - უნგრეთი - საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა და მედლების ხარისხით მე-11 პოზიციაზე გავიდა. 100 კილოში ვერცხლი ვარლამ ლიპარტელიანს ერგო, 66 კილოში ვაჟა მარგველაშვილსა და 90 კილოში უშანგი მარგიანს - ბრინჯაო.
რა ხდება დღეს?
ჯერჯერობით გვაქვს ერთი ბრინჯაოს მედალი, რომელიც ამირან პაპინაშვილმა 60 კილოში მოიპოვა. დარჩენილია ორი წონა - 100 და +100, სადაც მედლების მოპოვების შანსები გვაქვს. გუნდურ დაპირისპირებაში აღარ გამოვდივართ, რადგან ახალი წესების მიხედვით, ვაჟებისა და ქალების საერთო გუნდი ასპარეზობს.ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა! [VIDEO]
ამირან პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]