ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 სექტემბერს ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლიპარტელიანი ფინალში სამხრეთკორეელ გუჰამ ჩოს დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო დამატებით დროში ვაზარით ჩომ მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანმა კარიერაში უკვე მესამედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის  ვერცხლის მედალი. მას მსოფლიოს პირველობა ჯერ არ მოუგია.

შეგახსენებთ, რომ ლიპარტელიანი ნახევარფინალში მონღოლ ოგტონბაატარ ლხაგვასურენს შეხვდა და ვაზარით დაამარცხა. მანამდე ქართველმა სპორტსმენმა მეოთხედფინალში ეგვიპტელ რამადან დარვიშს დამაჯერებლად მოუგო.

მერვედფინალში ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს შეხვდა. შეხვედრის ძირითადმა
დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, თუმცა დამატებით დროში ოქროს ქულა ლიპარტელიანმა იპონით მოიპოვა. მეორე წრეში კი ფრანგი ალექსანდრე იდირი ვაზარით დაამარცხა.

altვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა! [VIDEO]

altვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა! [VIDEO]

altვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა! [VIDEO]

altვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო [VIDEO]

ლიპარტელიანის ვერცხლი საქართველოსთვის მიმდინარე ტურნირზე რიგით მეორე მედალია. ბრინჯაოს მედალი ამირან პაპინაშვილმა (60) პირველივე დღეს მოიპოვა.



altამირან პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

ხვალ, 26 სექტემბერს გურამ თუშიშვილი პირველ წრეში ისვენებს, ხოლო მეორე წრეში (+100) რუმინელ დანიელ ნატეასა და ლატვიელ რაივისკაკსტინს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 26 /
მერამდენე მერამდენეეე... :(((
ალექს
25 სექტემბერი 2018 18:33
3
ფინალების ინვალიდი!!!!!!!!!!!!!!!!!!
სახელის მოსახვეჭი ტურნირებია ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი და ოლიმპიადა. ამ ტურნირებზე იჭიდავა 11 ფინალი და აქვს 3 ოქრო - 8 ვერცხლი. წავა და იდიოტურ გრამპრიზე და ასეთ არაფრისმთქმელ და არაკონკურენტიან ტურნირებზე აიღებს ოქროს.

Loser Loser Loser Loser Loser Loser Loser Loser Loser Loser Loser Loser Loser

ზაფხულის ოლიმპიადა
2016 - ვერცხლი

მსოფლიოს ჩემპიონატი
2013 - ვერცხლი
2017 - ვერცხლი
2018 - ვერცხლი

ევროპის ჩემპიონატი
2009 - ვერცხლი
2010 - ვერცხლი
2013 - ვერცხლი
2015 - ვერცხლი

2012 - ოქრო
2014 - ოქრო
2016 - ოქრო

ან ასწავლეთ ფინალში ჭიდაობა ან უთხარით რომ ვერცხლი საკმარისზე მეტი გაქვს, ოქროს ტრაკი არ გაქვს და წადი.
დათო30
25 სექტემბერი 2018 18:42
61
დათო 30-ს უნდა ვუთხრა,რომ ტენდენციურია და უზრდელი-მეტი არაფერი.თუ ვინმეს ჰგონია,რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გასვლა ადვილი საქმეა-მიებაროს ამ ,,მაღალი დონის ექსპერტს¨-ფინალშიც გაიყვანს და მოაგებინებს კიდეც.სამწუხაროდ კრინტი არ დაუძრავს იმაზე,რომ მოჭიდავეებს თითქმის 2 სავარჯიშო თვე გაუცდათ ფედერაციის პრეზიდენტის არაკეთისინდისიერების გამო. ლიპომ ვერცხლი მაინც მოიგო და ეს მხოლოდ მისი პირადი დამსახურებაა-მხოლოდ თ ა ვ ი ს ი !
გიორგი ჯანიკაშვილი
25 სექტემბერი 2018 20:13
6
დათო,აბა ერთი კარგად ამოქექე ისტორია,რამდენ ქართველს აქვს ევროპაზე,მსოფლიოზე და ოლიმპიადაზე 3 ოქრო და 8 ვერცხლი,ან მომავალში რამდენს ხედავ მაგის შემძლებელს და ტრაკებზე მერე ილაპარაკე.მაგ ფინალებამდე მიღწევა ჩალის ცოხნა ხომ არ გგონია?ადამიანი ამდენი წელია გარანტირებული მედალოსანია,მსოფლიოს პირველი ნომერია და ისევაც პირველად დარჩება. შენ ამას ეუბნები წადი და სხვებს დააცადეო?ნამუსიც კარგი საქონელია.რა შენ უფრო გინდოდა გამარჯვება?ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიადამდე არსად წავა და ყველაფერს გააკეთებს,რომ ჩემპიონი გახდეს.გახდება კიდეც,შეუძლებელია ერთხელ მასაც არ გაუმართლოს.ერთს კი ვიტყვი,საქართველოს ნაკრებს აუცილებლად სჭირდება კვალიფიციური ფსიქოლოგი.ეს უკვე სრულიად აშკარაა.ყველამ ვიცით რა მდგომარეობაში მოვიდა ჩვენი ნაკრები ამ ჩემპიონატამდე და ეს ყველას შეეტყო.ყველაზე მეტი ვარლამს გაუცდა და მან მაინც შესძლო თავისი სიმაღლის შენარჩუნება.ახლა არ უხარია ვარლამს,მაგრამ მეორე ადგილც მისალოცია და ვულოცავ კიდეც.ოქრო კი აუცილებლად იქნება.
პ.ს.გულშემატკივრებს ბოდიშს გიხდით უცენზურო სიტყვის ხმარებისათვის,მაგრამ მე მხოლოდ გავიმეორე მისი ნათქვამი.
სოსო
25 სექტემბერი 2018 20:06
2
ყველა გამოხმაურება
გუშინ ისეთი გამწარებული ვიყავი თავი შევიკავე რამე დამეწერა. ლიპო დიდი მადლობა გულწრფელად, საოცარი კაცი ხარ შენი შედეგებით, ამდენი ფინალი მგონი არცერთ სპორტსმენს არ უჭიდავია და დარწმუნებული ვარ შენი თავდადებით ოქროები კიდევ იქნება!!!
ლაშა
26 სექტემბერი 2018 09:43
1
მადლობა კაპიტანო!!! ლიპომ ბოლომდე იბრძოლა და ქულა ვერავინ აუღო ფინალამდე, იქაც მეცხრე წუთზე გამოელია ძალები, დაუფასოთ თავდადება, მოვა დრო შენ იქნები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და მჯერა სათანადო სიმაღლეებზე აიყვან ქართულ ძიუდოს. მანამდე კი კიდე გაგვახარებ გამარჯვებებით. მადლობა!!!!
იპონი
26 სექტემბერი 2018 09:35
1
ვულოცავ კორეელს, არ ეკუთვნოდა ვარლამს, ძალიან პასიური იყო.
ძიუდოს ერთიანი ოჯახის რიგითი წევრი
25 სექტემბერი 2018 18:28
26
არ არის ეს ოქროს კაცი. ვერცხლის კაცია. მგონი ცოტა ცივსისხლიანობა აკლია.
ოდალა
25 სექტემბერი 2018 22:32
7
ლიპოს მლანძღველებს თურმე ვერცხლი არაფერია ოქროა მთავარი ხოდა ვისაც ხოტბას ასხამდით იმათმა რა ქნეს რამდენი ოქრო აიღეს.გუშინ ალბათ კორეელს ქომაგობდით ეგეთები აქრო შემოსულიყავით მის საკრიტიკოდ.არადა როარა მსაჯის მიკერძოება სწორედაც ლიპო მოიგებდა ოქროს მანამდე ორჯერ იყო კორეელი გასაფრთხილებელი სანამ ლიპო გააფრთხილეს და ამით მიცენ უპირატესობა კორეელს თორე ის არაფლის გამკეთებელი არიყო.
qutaiseli
26 სექტემბერი 2018 10:11
2
ამ კაცს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა ანდა საკმარისად არაა აქ ტექნიკა რომ ფინალში მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონატის ფინალში მოუგოს იაპონელს ან კორეელს.
ხვიჩა
26 სექტემბერი 2018 09:58
1
გილოცავ ძიუდოს პროფესორო, ტყუილად არ გიწოდებენ ამგვარად. ამ დონის სპორტსმენს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა ასეთ სპორტსმენს, ჩვენთან კი დარწმუნებული ვარ ბევრი აკნინებს მის შედეგებს. გული არ გაიტეხო ლიპო, ოქროც იქნება.
emigranti
26 სექტემბერი 2018 22:07
0

სიახლეები პოპულარული