ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 სექტემბერს ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლიპარტელიანი ფინალში სამხრეთკორეელ გუჰამ ჩოს დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო დამატებით დროში ვაზარით ჩომ მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანმა კარიერაში უკვე მესამედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის  ვერცხლის მედალი. მას მსოფლიოს პირველობა ჯერ არ მოუგია.

შეგახსენებთ, რომ ლიპარტელიანი ნახევარფინალში მონღოლ ოგტონბაატარ ლხაგვასურენს შეხვდა და ვაზარით დაამარცხა. მანამდე ქართველმა სპორტსმენმა მეოთხედფინალში ეგვიპტელ რამადან დარვიშს დამაჯერებლად მოუგო.

მერვედფინალში ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს შეხვდა. შეხვედრის ძირითადმა
დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, თუმცა დამატებით დროში ოქროს ქულა ლიპარტელიანმა იპონით მოიპოვა. მეორე წრეში კი ფრანგი ალექსანდრე იდირი ვაზარით დაამარცხა.

altვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა! [VIDEO]

altვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა! [VIDEO]

altვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა! [VIDEO]

altვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო [VIDEO]

ლიპარტელიანის ვერცხლი საქართველოსთვის მიმდინარე ტურნირზე რიგით მეორე მედალია. ბრინჯაოს მედალი ამირან პაპინაშვილმა (60) პირველივე დღეს მოიპოვა.



altამირან პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

ხვალ, 26 სექტემბერს გურამ თუშიშვილი პირველ წრეში ისვენებს, ხოლო მეორე წრეში (+100) რუმინელ დანიელ ნატეასა და ლატვიელ რაივისკაკსტინს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 26 /
გილოცავ ძიუდოს პროფესორო, ტყუილად არ გიწოდებენ ამგვარად. ამ დონის სპორტსმენს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა ასეთ სპორტსმენს, ჩვენთან კი დარწმუნებული ვარ ბევრი აკნინებს მის შედეგებს. გული არ გაიტეხო ლიპო, ოქროც იქნება.
emigranti
26 სექტემბერი 2018 22:07
0
ლიპოს მლანძღველებს თურმე ვერცხლი არაფერია ოქროა მთავარი ხოდა ვისაც ხოტბას ასხამდით იმათმა რა ქნეს რამდენი ოქრო აიღეს.გუშინ ალბათ კორეელს ქომაგობდით ეგეთები აქრო შემოსულიყავით მის საკრიტიკოდ.არადა როარა მსაჯის მიკერძოება სწორედაც ლიპო მოიგებდა ოქროს მანამდე ორჯერ იყო კორეელი გასაფრთხილებელი სანამ ლიპო გააფრთხილეს და ამით მიცენ უპირატესობა კორეელს თორე ის არაფლის გამკეთებელი არიყო.
qutaiseli
26 სექტემბერი 2018 10:11
2
ამ კაცს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა ანდა საკმარისად არაა აქ ტექნიკა რომ ფინალში მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონატის ფინალში მოუგოს იაპონელს ან კორეელს.
ხვიჩა
26 სექტემბერი 2018 09:58
1
გუშინ ისეთი გამწარებული ვიყავი თავი შევიკავე რამე დამეწერა. ლიპო დიდი მადლობა გულწრფელად, საოცარი კაცი ხარ შენი შედეგებით, ამდენი ფინალი მგონი არცერთ სპორტსმენს არ უჭიდავია და დარწმუნებული ვარ შენი თავდადებით ოქროები კიდევ იქნება!!!
ლაშა
26 სექტემბერი 2018 09:43
1
მადლობა კაპიტანო!!! ლიპომ ბოლომდე იბრძოლა და ქულა ვერავინ აუღო ფინალამდე, იქაც მეცხრე წუთზე გამოელია ძალები, დაუფასოთ თავდადება, მოვა დრო შენ იქნები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და მჯერა სათანადო სიმაღლეებზე აიყვან ქართულ ძიუდოს. მანამდე კი კიდე გაგვახარებ გამარჯვებებით. მადლობა!!!!
იპონი
26 სექტემბერი 2018 09:35
1
არ არის ეს ოქროს კაცი. ვერცხლის კაცია. მგონი ცოტა ცივსისხლიანობა აკლია.
ოდალა
25 სექტემბერი 2018 22:32
7
ვინ დაწყევლა ლიპო რომ ყველა ფინალს აგებს რა უბედურებაა, ფიმალამდე მიდის ერთი ამოსუნთქვით და შემდეგ ფინალს აგებს. მე იმ ქართველის დედა ვატირე ვისაც ქართველის წაგება გაახარებს როგორი ურთიერთობაც არ უნდა ჰქონდეს
ზიზუ
25 სექტემბერი 2018 20:15
4
ოქროს ჯერია თუშიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!!
შაკო
25 სექტემბერი 2018 20:07
0
რა გაიხარა ქევხიშვილმა!
ბარკა
25 სექტემბერი 2018 19:15
9
კორიელის ტაქტიკა ცავლება არ გაეკეტებინა ლოპოსტვის და დაეგალა რამაც 100% გაამარტლა
gurami
25 სექტემბერი 2018 18:56
0

სიახლეები პოპულარული