შერაზადიშვილს გამარჯვება გასოლმა მიულოცა და ესპანეთის ქალაქ ბრუნეტეში მისი სახელი ქუჩას მიენიჭება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილის გამარჯვებას ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

ნიკო შერას, როგორც მას ესპანეთში მოიხსენიებენ, გამარჯვება ცნობილმა კალათბურთელმა პაუ გასოლმა სოციალური ქსელით მიულოცა: “ნიკოლოზ შერაზადიშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია! ის პირველი ესპანელი მამაკაცია, რომელმაც ამ წარმატებას მიაღწია! გილოცავთ!”.

"მარკამ" ნიკოლოზის ისტორია მოუთხრო მკითხველს, აღნიშნა, რომ გვარი ძნელად წარმოსათქმელია, მისი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატის და ოლიმპიადის მოგება იყო, პირველი ამოცანა უკვე შეასრულა და ახლა ნიკოსგან ოლიმპიურ ოქროს ელიან.

და კიდევ: მადრიდთან ახლოს მდებარე ქალაქ ბრუნეტეს ერთ-ერთ ქუჩას, სადაც ის 14
წლის ასაკიდან ცხოვრობს, მისი სახელი მიენიჭება.

altნიკოლოზ შერაზადიშვილის ისტორია - ქართველი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა ესპანეთის დროშით იზეიმა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ზვიადაურის ქუჩაჩ გვაქვს ახმეტაში, ზუსტად მაგ ქუჩაზე ცხოვრობს ჩვენი ჩემპიონი:)
saakadze
26 სექტემბერი 2018 17:06
1
მიანიჭებენ აბა რა იქნება პირველი კაცია ესპანეთის ისტორიაში ვინც ეს მოახერხა.
თბილისი
26 სექტემბერი 2018 14:45
0
ასე უნდა კაცის დაფასება! ჩვენთანაც ხომ ასევე ანიჭებენ ქუჩებს ჩემპიონების სახელებს?!
N
26 სექტემბერი 2018 07:58
3
ჩვენთან მეგობარო ქუჩები აღარ ეყოფათ ძიუდოში ჩემპიონების სახელები მიანიჭონ ქუჩებს)
გეორგიუსი78
26 სექტემბერი 2018 16:04
0
ლიპირტელიანი გაუშვით იქა. იქნება მაგის წყალი გადაესხას.
არჩილა
26 სექტემბერი 2018 00:51
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული