დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილი გამოვა

AutoSharing Option
26 სექტემბერს, ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს გურამ თუშიშვილი (+100) წარმოადგენს.

თუშიშვილი პირველ წრეში ისვენებს, ხოლო მეორე წრეში რუმინელ დანიელ ნატეასა და ლატვიელ რაივისკაკსტინს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი - 16:00 საათიდან.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს აქტივში ორი მედალი - 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაოა. 25 სექტემბერს ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (100) მოიპოვა, ხოლო ტურნირის დაწყების დღეს ამირან პაპინაშვილმა (60 ) - ბრინჯაო.

27 სექტემბერს ბაქოში გუნდური პირველობა გაიმართება, თუმცა, სამწუხაროდ,
საქართველოს ნაკრები მანდ წარმოდგენილი არ იქნება, რადგან ქალებში მონაწილე არ გვყავს.

altვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

altამირან პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა გახდა ერთი კარგი გოგოს ჩასმა ნაკრებში, რას ნიშნავს გუნდურში არ ყოფნა ასეთი სულელური მიზეზით. გასაყრელია მთელი ფედერაცი ვისაც გადაწყვეტილებების მიღება ევალება.
ლაშა
10:16 26-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული