"რიოს თამაშების შემდეგ თურქეთმა მოქალაქეობა შემომთავაზა, საუბარი ძალიან დიდ თანხაზე იყო"

AutoSharing Option
ნიკოლოზ შერაზადაშვილმა ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის სახელით ოქროს მედალი მოიპოვა. ის პირველი ესპანელი მამაკაცი ძიუდოისტი გახდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

MARCA-მ 22 წლის ნიკოლოზთან ინტერვიუ ჩაწერა.


- როგორ შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ მსოფლიო ჩემპიონი ხართ?
- რთულია იმის გააზრება, რაც გავაკეთე. ორშაბათს, გამარჯვების შემდეგ, ადრე დავწექი, თუმცა ისე ვღელავდი, რომ ვერ დავიძინე. საოცრება იყო, როდესაც ჩემს მედალს ვუყურებდი.

- ბევრი მილოცვა მიიღეთ?
- დიახ, ბევრი, თუმცა ყველა არ მინახავს (ინტერვიუს ჩაწერის მომენტში, მას პოლ გასოლმაც მიულოცა). ჩემი ოჯახი
ჩამოვიდა და მინდა მთელი დრო მათთან გავატარო. საოცარი სანახავი იყო ტრიბუნები, სადაც ქართველი და ესპანელი გულშემატკივრები ერთად მქომაგობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს არც კი იცნობდნენ.

- რა გითხრათ ხოაკინ რუისმა (ნიკოლოზის მწვრთნელი) ფინალის წინ?
- ხოაკინი ყოველთვის მესაუბრება. ვიცი, ბევრი რამ მითხრა, თუმცა მხოლოდ ის მახსოვს, რომ მითხრა, მე ერთი ნაბიჯი მაშორებდა ისტორიის შექმნამდე. გამარჯვების შემდეგ კი დავინახე, როგორ ტიროდა. ერთმანეთს ჩავეხუტეთ და მან მაკოცა. არაფრის თქმა არ იყო საჭირო. ეს მედალი მას ეკუთვნის იმ თავდადებისთვის, რასაც ჩემ მიმართ გამოხატავს ტატამზე და მის გარეთ.

- რა იყო თქვენი მთავარი კოზირი, რითაც ოქრო მოიპოვეთ?
- სიმშვიდის შენარჩუნება. დანებებაზე არასდროს მიფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი ოპონენტები მყავდა: ოგოლნიკოვი - ევროპის ჩემპიონი, გონსალესი - ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი, ტოტი - რომელიც ყოველთვის მჯობნიდა და სილვა. მე მეტოქეებისგან ვსწავლობ, ვსწავლობ ჩემი შეცდომებისგანაც და იმავე შეცდომას აღარ ვუშვებ. როცა მოვიგე, მხოლოდ დედაჩემს, ჩემს ძმას და ხოაკინის ემოციებს ვუყურებდი.

- რა იგრძენით, როცა კვარცხლბეკზე ახვედით?
- მამაჩემი გამახსენდა და ყველა ადამიანი, ვინც მთელი ეს დრო ჩემ გვერდით იყო. ხოაკინის, ფედერაციის და ჩემი კლუბის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. ეს გამარჯვება დიდი შრომის ნაყოფია.

- როდესაც რვა წლის წინ ესპანეთში გადმოხვედით, იფიქრებდით, რომ პირველი ესპანელი მამაკაცი იქნებოდით, ვინც მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა?
- ვერანაირად. 14 წლის ასაკში მხოლოდ ვოცნებობდი, რომ მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი. ჩემი მიზანი ნელ-ნელა განვითარება იყო. პირველ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო ავიღე, 21-წლამდელთა მსოფლიოზე - ვერცხლი და ახლა კი - ოქრო. ამ გზას უნდა გავყვე და უფრო განვვითარდე. გაჩერებას არ ვაპირებ. შემდეგ ჯერზე ყველას მოუნდება ჩემი, როგორც მსოფლიო ჩემპიონის დამარცხება, ეს ზეწოლა ჩემთვის მოტივაციაა.

- რატომ გადაწყვიტეს თქვენმა მშობლებმა საქართველოს დატოვება და ესპანეთში ჩამოსვლა?
- ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს ჩემთვის და ჩემი ძმისთვის უკეთესი იქნებოდა. ჩემი ძმა ფეხბურთს თამაშობდა, ესპანეთი კი ამისთვის საუკეთესოა.

- სამშობლოში დაბრუნებაზე გიფიქრიათ?

- თავიდან ჩემი ძმა ჩემთან ერთად იყო, თუმცა ფეხბურთის თამაშისას ტერფი დაიზიანა, ოპერაცია გაიკეთა და საქართველოში სასწავლებლად დაბრუნდა. მადრიდში დედაჩემი ყოველთვის ჩემთან ერთადაა.

- მას შემდეგ, რაც ესპანეთის მოქალაქეობა მიიღეთ, რომელიმე ქვეყანამ მათი მოქალაქეობა შემოგთავაზათ?
- დიახ, რიოს თამაშების შემდეგ, როცა ახალი ოლიმპიური ციკლი დაიწყო, თურქეთმა მოქალაქეობა შემომთავაზა. საუბარი დიდ თანხაზე იყო, ძალიან დიდზე, თუმცა ის გავაკეთე, რაც უფრო პატიოსნად მიმაჩნდა. მე უკვე ესპანეთის სახელით ვასპარეზობდი და ვამაყობ, რომ ამ ქვეყანას წარმოვადგენ. თავიდან ძალიან განვიცდიდი მოქალაქეობის შეცვლას.

-
თქვენ ესპანეთს პირველი ოქროს მედალი აჩუქეთ. ესპანეთმა რა მოგცათ?
- ყველაფერი, ესპანეთში ყოფნის გარეშე მსოფლიო ჩემპიონი ვერ გავხდებოდი. საქართველოში ძიუდო მაღალ დონეზეა განვითარებული და ხანდახან მეუბნებოდნენ, რა მინდოდა ესპანეთში, თუმცა აქ, ხოაკინის დახმარებით, ბევრს მივაღწიე.

- როგორ იმოქმედებს ეს მედალი ესპანურ ძიუდოზე?

- ეს დიდი მოტივაციაა ყველა ესპანელი ძიუდოისტისთვის, ეროვნული გუნდისთვის. ესპანეთს ეს მედალი სჭირდებოდა, ამ ქვეყანამ ის დაიმსახურა.

- სპორტული კერპი გყავთ?
- ძიუდოში ხოაკინ რუისი, ვარლამ ლიპარტელიანი და ზურაბ ზვიადაური, რომელმაც 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე ოქრო მოიპოვა.

altშერაზადიშვილს გამარჯვება გასოლმა მიულოცა და ესპანეთის ქალაქ ბრუნეტეში მისი სახელი ქუჩას მიენიჭება

altნიკოლოზ შერაზადიშვილის ისტორია - ქართველი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა ესპანეთის დროშით იზეიმა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ამ ბიჭს და საერთოდ რაღაც მიზეზებით სხვაგან მყოფ მამლუქებს ვინც ცუდად მოიხსენიებს,დარწმუნებული ვარ კლავიატურის ლომები ხართ და საქმე საქმეზე რომ მოდგეს ყველაზე სწრაფად თქვენ უღალატებთ სამშობლოს..ეგ ბიჭები კი სამშობლოს ასახელებენ რადგან,ვინც ევროპაში ცხოვრობს და უყურებს ჭიდაობებს,ყველა ქვეყნის კომენტატორი ამბობს რომ:ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველია და ასეამბობენ სხვაქვეყნის სახელით მოასპარეზე ქართველებზეც...ასე რომ ითომ ურა პატრიოტიზმი არგინდათ რადგან ფარსია ეგ თქვენი პატრიტიზმი...პ.ს. ჯიქიასნაირ ქართველებზე არ ვსაუბრობ...
euhh
27 სექტემბერი 2018 14:34
2
გენეტიკურად დამტკიცებულია, რომ თორმეტი ათასი წლის წინ, ესპანელებს და ჩუმლაყელებს ერთი საერთო წინაპარი ყავდათ, ჩუმლაყელები და ქართველები კი მოგეხსენებათ მამიდაშვილ-ბიძაშვილები არიან, მაგალითისთვის მესი და მესხი, ძალიან მაგრად გავს ხომ? ან ბურუჩაგა და აბუჩად აგდება, ტაფარელი და ტაფა მწყერი, ასე რომ....
გილოცავ ქართველო! წინ გამარჯვებებისკენ ღმერთი შენთან!
აღათი ბიცოლა
27 სექტემბერი 2018 10:57
9
გენეტიკურად დამტკიცებულია, რომ თორ,ეტი ათასი წლის წინ, ესპანელებს და ჩუმლაყელებს ერთი საერთო წინაპარი ყავდათ, ჩუმლაყელები და ქართველები კი მოგეხსენებათ მამიდაშვილ-ბიძაშვილები არიან, მაგალითისთვის მესი და მესხი, ძალიან მაგრად გავს ხომ? ან ბურუჩაგა და აბუჩად აგდება, ტაფარელი და ტაფა მწყერი, ასე რომ....
აღათი ბიცოლა
27 სექტემბერი 2018 10:56
4
ნეტა არ მიაც-მიაც მააცომდე
შაკო
27 სექტემბერი 2018 11:51
0
ვულოცავ ამ კარგ ადამიანს დამსახურებულ გამარჯვებას. როგორც იქნა დადებითი მხრიდანაც გაგვიცნობს ესპანეთი ქართველებს.
WTF
27 სექტემბერი 2018 10:12
0
კომენტარსაც არ გავაკეთებ ამ ხალხზე ვინც ამ ბიჭს განიკითხავს, გაგნებაშიც არ არიან რა ხდება დავრა იყო საერთოდ და რატოა იქით, მაგრამ. რო დაიწერება ეს ქნას ის ქნე ესპანეთშიო ქართველებმა ეხლა რატომ არ იძახით როგორ ასახელა ამ ბიჭმა? მაგრამ კიმენტარის ჭირიკნებს მხოლოდ ცუდი ათქმევინე
tbilisi
27 სექტემბერი 2018 09:54
0
Gilocav gaxarebuli uyavi yoveltvis. Rom akritikebt bichi 8 clis iyo rom chamoiyvanes espanetshi ojaxit akrikitet mtavrobebi xalxi ro gamorbis qveynidan vinmem shestavaza saqartvelodan chamodio?! Rom ara espanetshi yofna saertod ar gvecodineboda xo ver xedavt raxdeba qartul sportshi axlobloba dzmakaciba fulistebi sanam rames dacert gaiazret xolme sportze ar givliat tu ar gagigiat ramden sporcmens chagraven tu patroni ar gyavs carmatebebi am bichs ormagad gaxarebulia espaneli da qartveli ertad baleshikobda
Emigranti
27 სექტემბერი 2018 04:10
0
ეხლა ლევანის და 777 ის ნაირები გაჩერდით თუ ხალხი ხართ, ამ ბიჭის შემთხვევაში უადგილოა ეგეთი ლაპარაკი. ღირსეული კაცია და ორივე ერს ღირსეულად წარმოადგენს, ესპანელებიც ბოლო ბოლო ჩვენი ძმები არიან და მორჩა ლაპარაკი. ჯერ ერთი საქართველოს ნაკრებში ვერ მოხვდებოდა ეს ჭრიკიშვილებში და ლიპარტელიანებში ისედაც კარგად იცით როგორი კონკურენციაა ჩვენთან, რა გინდათ რას ერჩით საერთოდ. რაც ქართველ
ქურდებს ესპანეთში ოქრო უძარცვიათ სიამაყეა არაა რო ეხლა ესპანელებში ასე დიდებულად წარმოგვადგენს და ამხელა ოქრო მოუტანა, იცით რა ფასი აქვს მაგ ოქროს ესპანეთისთვის? ნამუსი მოგვწმინდა რომ ხართ უმადურები
ზვიადი
27 სექტემბერი 2018 03:03
0
საერთოდ არ მაინტერესებს სხვა ქვეყნის სახელით მოასპარეზენი.ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.სხვა ქვეყნის სახელით გამოდიან საასპარეზოდ.ისინი ქვეყნისათვის აღარ არსებობენ.
777
27 სექტემბერი 2018 01:07
46
წერს პირდაპირ, ამაყობს, რომ ესპანეთს წარმოვადგენს, და არ წუხს, რომ არ ასახელებს საქარელოს (ვინც შობა და გაზარდა, ვისი გენების აქვს). რგ საქართვლოსთვის დაკარგულია უკვე. ესპანელია და ასე იცხოვრებს ბოლომდე. ეგ ქარელობას ვეღარ დაუბრუნდება, სამწუხაროდ. ვეღარ დათმობს ესპანელობას და იქაურ ყოფას.

ეს ღალატი არ არის, ეს მისი ცხოვრებაა, მოექცევა როგორს სურს, მაგრამ ჯერ კიდევ არიან მართლა მაგარი ადამიანები, ნამდვილი ქართველები ამ ქვეყანაში, რომლებიც არ ცვლიან ქართველობას ასეთ კეთიდღეობაზე.
ლევანი
27 სექტემბერი 2018 00:59
32
გილოცავ ქართველო, დაუფასე ესპანეთს მაგტამ საქართველოც არ დაგავიწყდეს, შენი სამშობლოა
ოკ
26 სექტემბერი 2018 23:09
2

სიახლეები პოპულარული