გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 სექტემბერს გურამ თუშიშვილი (+100) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

თუშიშვილი ნახევარფინალში მონღოლ დურენბაიარ ულზიბაიარს შეხვდა და იპონით დაამარცხა.

ფინალში თუშიშვილი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს, უშანგი კოკაურს დაუპირისპირდება.

პირდაპირი ტრანსლაცია "SILK უნივერსალზე" მიმდინარეობს.

თუშიშვილმა მეოთხედფინალში ჰოლანდიელი როი მეიერი დამატებით დროში იპონით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ძირითად დროში მსაჯებმა თუშიშვილის ვაზარი გააუქმეს, ხოლო დამატებით დროში ქართველის ვაზარი კვლავ გააუქმეს, საბოლოოდ კი თუშიშვილმა იპონით გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ აქამდე თუშიშვილმა უკრაინელი იაკივ ხამო და რუმინელი დანიელ ნატეა იპონით დაამარცხა.

altძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი.

ფინალური ბლოკი [LIVE]

altგურამ თუშიშვილმა მსაჯებსაც აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა! [VIDEO]

altგურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა! [VIDEO]

altგურამ თუშიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში გოლიათი დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბრავო მშვენიერი ილეთი იყო
semi
26 სექტემბერი 2018 17:06
0
ერთი თხოვნა მაქვს, რომ დამთავრდება ჩემპიონატი...ქართველების მიერ მოპოვებული მედლების საერთო რაოდენობა იქნებ გამოაქვეყნოთ, მათ შორის სხვა სახელმწიფოს სახელით მოპოვებული
fifa
26 სექტემბერი 2018 17:05
0
60კგ-მშვიდობაძე(რუს) ვერცხლი. პაპინა(საქ)ბრინჯაო
66კგ-ზანთარაია(უკრაინა)ბრინჯაო
73კგ-ჩავისვარეთ
81კგ-ალბაირაქი იგივე რევაზიშვილი(თურქეთი)ბრინჯაო
90კგ-შერაზადიშვილი(ესპანეთი)ოქრო
-100კგ-ვარლამი(საქ) ვერცხლი
+100კგ თუში და კოკაური(აზერ) ნახევარფინალი იმედია ოქრო-ვერცხლი
ლადო
26 სექტემბერი 2018 17:36
0
საქართველოს სახელით ოქროს აიღებს თუშიშვილი, ლიპო ვერცხლი, პაპინაშვილი ბრინჯაო. მშვიდობაძე ვერცხლი (რუსეთი) , შერაზადიშვილი ოქრო (ესპანეთი) , კოკაური ვერცხლი( აზერბაიჯანი) , ზანთარაია ბრინჯაო (უკრაინა). ჯამში 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.
ddd
26 სექტემბერი 2018 17:34
0

სიახლეები პოპულარული