პირველად კარიერაში - გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 სექტემბერს გურამ თუშიშვილი (+100) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

თუშიშვილი ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს, უშანგი კოკაურს დაუპირისპირდა და შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე იპონით დაამარცხა.

გურამ თუშიშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია მიმდინარე ტურნირზე, რომელმაც ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. 23 წლის ძიუდოისტისთვის ეს კარიერაში პირველი ოქროს მედალია მსოფლიოს ჩემპიონატზე.

შეგახსენებთ, რომ თუშიშვილმა მეორე წრეში გოლიათი რუმინელი დანიელ ნატეა დაამარცხა, შემდეგ უკრაინელ იაკივ ხამოს მოუგო. მერე, მეოთხედფინალში ჰოლანდიელ როი მეიერს დამატებით დროში სძლია, ნახევარფინალში კი მონღოლ დურენბაიარ ულზიბაიარს მოუგო.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ყველა შეხვედრა იპონით მოიგო.

altგურამ თუშიშვილი: ყველა ქართველს ვულოცავ ამ ჩემპიონატზე მედლების მოპოვებას

ამ გამარჯვებით თუშიშვილმა საქართველოს მესამე, თუმცა ყველაზე მაღალი სინჯის მედალი მოუტანა. საქართველოს ანგარიშზე 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალია. ვერცხლის მედალი 25 სექტემბერს ვარლამ ლიპარტელიანმა (100) მოიპოვა, ხოლო ტურნირის სტარტზე ამირან პაპინაშვილმა (60) ბრინჯაოს მედალი აიღო.

altოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი რეკორდი გაიმეორა!

ამით მსოფლიოს ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრება დასრულდა. 27 სექტემბერს გუნდური პირველობა დაიწყება, სადაც საქართველოს ნაკრები არ მონაწილეობს, რადგან ქალებში წარმომადგენელი არ გვყავს.

altგურამ თუშიშვილმა მსაჯებსაც აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა! [VIDEO]

altგურამ თუშიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში გოლიათი დაამარცხა [VIDEO]

altგურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა! [VIDEO]

altვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

altამირან პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 34 /
გილოცავთ!!! გილოცავთ!!! გილოცავთ!!! ყველას!!! ყველას!!! ყველას!!! საქრთველომ 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო აიღო!!! ქართველებმა 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო... იქნებ მეტად მოვუფრთხილდეთ ჩვენს სპორცმენებს???
tngh
27 სექტემბერი 2018 11:21
3
სამი ვერცხლი - მშვიდობაძე, კოკაური და ლიპო
kaxa
27 სექტემბერი 2018 11:45
2
შენ გაიხარე,პრინციპში ქართული ფინალი იყო,გურამ გილოცავ და ვულოცავ საქართველოს,ასე გაგეგრძელებინოს,გაიხარეთ.
გოჩა
27 სექტემბერი 2018 11:17
1
ვულოცავ გურამს და რინერის მერე მან უნდა აიღოს მძიმე წონის ლიდერობა რაშიც თითქმის დარწმუნებული ვარ.
samtredski
27 სექტემბერი 2018 10:50
1
გურამ გილოცავ. ერთი თვის უკან თუშის და ჭრიკიშვილს ოქრო და წითელი წარწერა ვუსურვე, და ასრულდა კიდეც, ჭრიკიშვილიც უეჭველი ჩემპიონი გახდებოდა.
ჯ ი ჯ ი
27 სექტემბერი 2018 10:41
4
გაიხარე ძმაო გურამ , ეს ერთი და სხვა მრავალი !!!
გიორგი ვარშავიდან
27 სექტემბერი 2018 10:37
1
მის ჭიდაობას აწი უფრო დააკვირდებიან. ახალი სიმაღლეების დასაპყრობად და ხანგრძლივი დროით სტაბილურად გამოსასვლელად საკმარისი არაა ერთი/ჩახტომით კისრული/ ან ორი/გარესარმა/ ელვარე ილეთი; ელვარე ილეთი მინიმუმ 5 უნდა გქონდეს და კიდევ ერთი ამდენი კარგად დამუშავებული ფანდი, რომელსაც ნებისმიერ დროს წარმატებით გამოიყენებ
მინა
27 სექტემბერი 2018 09:36
0
მერე გამოტყვერება სადღაციდან ტედი რინერი და ჩაგვიკუკავს ხასიათში ....
petrekupry
27 სექტემბერი 2018 07:49
5
ადრე თუ გვიან ხომ დაბერდება ეგ ოხერი და იქნებ დაგვანებოს თავი :))))))))
: )))))))
27 სექტემბერი 2018 11:21
2
გენაცვალე გურამ!!! რაც შენ ჩვენი ხალხი გაახარე დაგფასებოდეს!!! ერთი იმას დავამატებ, რომ აზიელებთან კონკურენციას მარტო ჩვენ თუ გავწევთ, ევროპელებიდან მაგის თავი სხვას არ აქვს!!! მამაკაცებში ქართველებმა საერთო ჯამში ყველაზე მეტი მედალი მოვიპოვეთ (საქართველოს+5 სხვა ქვეყნის სახელით) - 8 (2 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო)! გენში გვაქვს ჭიდაობა!:) ფედერაციაში წესიერი ხალხი მიუშვით და მომავალში ამდენს მარტო ჩვენი ნაკრების ბიჭები აკრიფავენ!!!!
პაატა
27 სექტემბერი 2018 02:02
1
გილოცავთ ყველას... ისე პირადად მე აქ არაფერი გამკვირვებია, ამ ბიჭის ჩემპიონობაში მე ასი პროცენტით დარწმუნებული ვიყავი...
ემირ
26 სექტემბერი 2018 21:17
1
სულ ასე გამარჯვებული და გახარებული გევლოს სპორტისა და ცხოვრების გზაზე გურამ! რამდენი სიხარული და ბედნიერება გვაჩუქე!
არჩილ
26 სექტემბერი 2018 20:25
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული