თუშიშვილი ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს, უშანგი კოკაურს დაუპირისპირდა და შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე იპონით დაამარცხა.
გურამ თუშიშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია მიმდინარე ტურნირზე, რომელმაც ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. 23 წლის ძიუდოისტისთვის ეს კარიერაში პირველი ოქროს მედალია მსოფლიოს ჩემპიონატზე.
შეგახსენებთ, რომ თუშიშვილმა მეორე წრეში გოლიათი რუმინელი დანიელ ნატეა დაამარცხა, შემდეგ უკრაინელ იაკივ ხამოს მოუგო. მერე, მეოთხედფინალში ჰოლანდიელ როი მეიერს დამატებით დროში სძლია, ნახევარფინალში კი მონღოლ დურენბაიარ ულზიბაიარს მოუგო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ყველა შეხვედრა იპონით მოიგო.
გურამ თუშიშვილი: ყველა ქართველს ვულოცავ ამ ჩემპიონატზე მედლების მოპოვებას
ამ გამარჯვებით თუშიშვილმა საქართველოს მესამე, თუმცა ყველაზე მაღალი სინჯის მედალი მოუტანა. საქართველოს ანგარიშზე 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალია. ვერცხლის მედალი 25 სექტემბერს ვარლამ ლიპარტელიანმა (100) მოიპოვა, ხოლო ტურნირის სტარტზე ამირან პაპინაშვილმა (60) ბრინჯაოს მედალი აიღო.
ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი რეკორდი გაიმეორა!
ამით მსოფლიოს ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრება დასრულდა. 27 სექტემბერს გუნდური პირველობა დაიწყება, სადაც საქართველოს ნაკრები არ მონაწილეობს, რადგან ქალებში წარმომადგენელი არ გვყავს.
გურამ თუშიშვილმა მსაჯებსაც აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა! [VIDEO]
გურამ თუშიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში გოლიათი დაამარცხა [VIDEO]
გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა! [VIDEO]
ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
ამირან პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]