მიხეილ ბატიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ძიუდოისტებს შეხვდა

AutoSharing Option
5 ოქტომბერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, პირველ მოადგილე მიხეილ გიორგაძესთან და მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ძიუდოისტებს შეხვდა. ღონისძიებას ღვინის ქარხანა N1-მა უმასპინძლა.

მინისტრმა ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს, მათ შორის, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი ათაბეგაშვილს პირადად მიულოცა. შეხვედრაზე ისაუბრეს მოახლოებულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატსა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე.

ბაქოში გამართულ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და 3 მედალი - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1
ბრინჯაო მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი მე-4 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ვაჟებში მოპოვებული მედლების მიხედვით, საქართველოს ნაკრები მხოლოდ იაპონიასა და კორეას ჩამორჩა.

altოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი რეკორდი გაიმეორა!

altპირველად კარიერაში - გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

მომზადებულია mes.gov.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
თუშის არ დაალევინოთ! ისევ არ გაეხსნას გადაკვრის სურვილი! :D
aleqsandre
13:25 06-10-2018
0
აქაც არ ჩანან ბოდაველის ლომები
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული