ლაშა შავდათუაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა.

ფინალში მან კოსოვოელ აკილ ჯაკოვას ვაზარით სძლია.

ქართველმა ფალავანმა ფინალამდე იაპონელი ტაკეში დოი, ჩინელი რიგან სუ, უკრაინელი არტემ ხომულა დაამარცხა და შვედი ტომას მაცია დაამარცხა.

გუშინ ვაჟა მარგველაშვილმა და ამირან პაპინაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედლები მოიპოვეს.

ტურნირს გამოეთიშნენ ფრიდონ გიგანი (73 კგ) და თამაზ კირაკოზაშვილი (81 კგ).

ხვალ ავთანდილ ჭრიკაშვილი (90 კგ), უშანგი მარგიანი (90 კგ), ლაშა ტაველური (100 კგ), ლევან მატიაშვილი (+ 100 კგ) და
ადამ ოქრუაშვილი (+ 100 კგ) იჭიდავებენ.


მკითხველის კომენტარები / 4 /
ანუ სამი შესაძლებელი ოქროდან სამივე ჩვენ მოვიგეთ?
nika
18:44 28-10-2018
1
4-დან 3.
შალვა 73
19:40 28-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული