ოსაკას გრანდ სლემის პირველი დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა

AutoSharing Option
23 ნოემბერს ოსაკას გრანდ სლემის პირველი დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა.

60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი ტატამზე ვერ გამოვიდა და შეჯიბრებიდან მოიხსნა. ამის მიზეზი ტრავმა იყო თუ სხვა რამ, მოგვიანებით მოგახსენებთ.

66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა შეჯიბრება მშვენივრად დაიწყო, ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა პერუელი პოსტიგოსი, ამერიკელი ელ იდრისისი, თუმცა მეოთხედფინალში ვერაფერი გააწყო იაპონელ ფავორიტთან, ფუჯისაკასთან.

მარგველაშვილმა ბრძოლა რეპეშაჟში განაგრძო, მაგრამ რუს ისლამ ხამეტოვთან დამარცხდა.

24 ნოემბერს უსაკას გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ნუგზარ ტატალაშვილი (81 კგ)
იასპარეზებენ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა უბედურებაა ამდენი ნიჭიერი ძიუდოისტის ქვეყნიდან გადინება?! აი ეს არის ბოლო წლებში ფედერაციის არასწორი პოლიტიკის ერთ-ერთი მძიმე შედეგი!!! მერე კიდე აქეთ აქვთ პრერენზიები ქევხიშვილს და მისი გარემოცვის წევრებს.
პაატა
13:22 23-11-2018
1
რუსთან როგორ წააგო! სირცხვილი!
ტარზანი
12:52 23-11-2018
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული