ოსაკას გრანდ სლემი: შავდათუაშვილი და ტატალაშვილი მედლების გარეშე დარჩნენ

AutoSharing Option
24 ნოემბერს ოსაკას გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა.

73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლოსთან დამარცხდა.

81 კგ წონაში ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა, ნუგზარ ტატალაშვილმა ყირგიზი ერლან შეროვი გაიარა, თუმცა შემდეგ ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტთან დათმო და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ოსაკას გრანდ სლემის პირელ დღეს ტატამზე ვერ გამოვიდა ლუხუმ ჩხვიმიანი, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა რეპეშაჟში წააგო.

25 ნოემბერს უშანგი მარგიანი (90), ვარლამ ლიპარტელიანი (100) და გურამ თუშიშვილი იასპარეზებენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა ხდება ფედერაციაში ვერ ვხვდები? ანუ ბიჭებმა ვინებმაც დიდი შედეგები დადეს ახალგახრდულ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე, გვერდზე გავწიოთ და არ გამოვცადოთ საერთაშორისო ტურნირებზე? 81-ში და 90-ში სალიც ენზიო პრობლემები გვაქვს! ამასობაში ახალგაზრდულსი 4-უძლიერესი სპორცმენი გვყავს მაისურაძე. გრიგალაშვილი, ახალკაცი, კირაკოზაშვილი. 66-ში ნაგლიაშვილი ნინიაშვილი. მძიმეში ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი გელა ზაალიშვილი. 90-ში მსოფლიო ჩემპიონი მიხეილ მაისურაძე! ეს ბიჭები იმსახურებენ კონკურეციაში შევიდნენ ეროვნული ნაკრების წევრებთან! და ტურნირები გვაჩვენებს უძლიერესებს! 1-თვეში დიდი მუზარადის ტურნირი იწყება ვფიქრობ რომ ნაკრები უნდა გადახალისდეს დიდი პატივის ცემისა ყველა მოჭიდავისა მიმართ. ვფიქრობ ჩხვიმიანის ტატალაშვილის მარგიანის ოქრიაშვილის მატიაშვილის მაგივრად შეიძლება ამ ბიჭების ნახვა! და დამერწმუნეთ შედეგები უკეთესი იქნება!!
gurami
24 ნოემბერი 2018 21:48
0
რატომ მიბლოკავთ?

შემირცხვენია თქვენი მოქცევა ...9 კაცს აანონსებს ფედერაცია კანოს ტურნირზე..უკვე სამი არ გამოვიდა....ორმა კი უკაცრვი პასუხია და ჩ...სვარეს...ფედერაციას რატომ აქვს საიტი? თუ არაფერ სიახლეს არ წერენ ოპერატიულად..ეს ფედერაცია ხომ ხალხის ფულით ფინანსდება... მას შემდეგ რაც იაპონიაში დავიწყეთ დიდი შეკრებები ამ გამგზავრების გამო გაუთავებელი დავაა რეზულტატები უარესდება...მართლაცდა ტალანტებს (ღვინიაშვილს მაგალითად) ცხოვრება გაუმწარეს...არაფრისმაქნისი ოქრუაშვილის და მატიაშვილის სამგზავრო ფული არის და ამავე დროს პერსპექტიული ახალგაზრდა ძიუდოსტები გარბიან საქართველოდან უსახსრობის გამო...არ არი ფული? მაშინ რა გვინდა იაპონიაში. ისე სიტყვაზე მაგალითად რატომ იაპონელი ,რუსი, აზერბაიჯანელი ძიუდოისტები არ გამოდიან და საჯაროთ არ ლანძღავენ თავიანთ ფედერაციას, მწვრთნელებს.? არადა ჩვენზე ბევრად მეტი წარმატებები აქვთ მოპოვებული 9შეუდარებლად მეტი-ნახეთ სტატისტიკა). ჩვენები კი მთელი ნათესაობით არიან ჩარტული ურთიერთობის გარკვევაში და ხელჩართულ ბრძოლაზე და სროლაზეც არ ამბობენ უარს...ახალგაზრდების გამოსვლით ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე აღფრტოვანებული ვიყავი ..მეგონა დაწყნარდა სიტუაცია...მაგრამ რასაც ახლა უყურებ უკვე დიდი ეჭვი მეპარება ...
ხალხმა უნდა მოითხოვოს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე სასწრაფოდ დაინიშნოს ახალი მწვრთნელი (ანონიმური საყოველთაო კენჭისყრით..სპორტმენების მონაწილეობით). არჩეულ მწვრთნელს მიეცეს სრული თავისუფლება ...ფედერაციის ხელმძღვანელობას აეკრძალოს მთავარი მწვრთნელის ფუნქციებში ჩარევა....სპორტსმენი ვინც დაარღვევს დისციპლინას მოიკვეთოს სპორტიდან მიუხედავად ტიტულებისა...მხოლოდ მკაცრი ზომები თუ უშველის სიტუაციას...დიდება ჩვენ საქარტველოს
ნუგზარ ნუცუბიძე
24 ნოემბერი 2018 16:24
0
ვერ გავიგე რა ხდება?! 5 ძიუდოისტიდან 3-ს საერთოდ არ უჭიდავია (1 გუშინ, 2 დღეს)...ან რა მდგომარეობაში მყოფები წაიყვანეთ, ანდაც ჭიდაობის წინ რას ავარჯიშებთ ისეთს რომ იტრამვებიან?! ჩვენს გარდა ვის ემართება ასეთი იდიოტობები?!
პაატა
24 ნოემბერი 2018 14:04
0
ჩვენებს იაპონელებთან და განსაკუთრებით პლუს იაპონიაში ჭიდაობა ნ ხარისხში უჭირთ..30 წლის მანძილზე თუარვცდები პირველად ჭრიკიშვილმა მოიგო უძლიერესი "ძიგარო კანო" -ს ტურნირი...მეტი იაპონიის ტურნირებში შედეგი გვაქ ნული,ისედაც ძაან დეგრადაციის ზღვარზეა ის სპორტული სახეობა,რომელშიც ალბათ რაცარსებობს ყოველთვის,ძლიერები არა უძლიერესები ვიყავით....წარმატებები ყველა ქართველს..
euhh
24 ნოემბერი 2018 13:44
1
რატომ წაიყვანეს ტრავმირებული ბიჭები? სხვებისათვის მიეცათ შანსი!
ფერნანდო
24 ნოემბერი 2018 13:38
0
შავდათუაშვილი ტრავმის გამო არ გამოცხადდა და ავტომატური წაგება ჩაეთვალა, ჩაასწორეთ
აჩი
24 ნოემბერი 2018 13:02
0
ლაშა ტატამზე საერთოდ არ გამოსულა,მეტოქეს უბრალოდ ხელი გაუშვირეს და ზებედასაც როგორ უნდა ეჭიდავა,არ მესმის,კაცი ტატამიდან ბორბლებიანი სკამით გაიყვანეს ჰააგის ტურნირზე.ნეტავი მყესები გადაურჩებოდეს მთელი.
სოსო
24 ნოემბერი 2018 12:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული