We love judo: ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა

AutoSharing Option
"ფეისბუქზე" გვერდი We love judo სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა.

"უკვე რამდენიმე ადამიანი ღიად საუბრობს ძიუდოს ფორუმებზე, რომ ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, რამაც ტურნირზე გამოსვლაზეც მნიშვნელოვნად იმოქმედა. ეს ამბავი ბოლომდე მაინც არ მჯეროდა, სანამ სანდო წყარომ არ დამიდასტურა. მორალის კითხვის დაწყებას არ ვაპირებ და რამენაირად თვითონ მოგვარდნენ ამ ამბავში. უბრალოდ, ეს ამბავიც თუ მიჩქმალა ძიუდოს ფედერაციამ და რაიმე
არ მოიმოქმედა ამ უტოპიის დასასრულებლად, მაშინ... არ ვიცი რა, კომენტარის გაკეთების ღირსიც არ არის ის კოშმარი, რაშიც ახლა ვართ", - წერს გვერდი.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ ოსაკას გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა მედალი საერთოდ ვერ აიღეს, ხოლო რამდენიმე მათგანი საერთოდ არ გამოსულა, მიზეზად კი ფედერაციამ ტრავმები დაასახელა.

შევეცდებით, ამ ამბავთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ფედერაციის კომენტარი შემოგთავაზოთ.

altსაქართველოს ძიუდოს ფედერაცია ძიუდოისტების ტრავმებზე განცხადებას ავრცელებს

მკითხველის კომენტარები / 19 /
სანამ ძიუდოს მაფიოზა აღმასკომი არ შეიცვლება მანამდე სულ უკან-უკან წავა ჩვენი ძიუდოს საქმე.
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
10:20 27-11-2018
1
თევზი თავიდან ყროლდებაო, ფედერაციაში მიმდინარე პროცესები სერიოზულად მისახედია, ერთ ერთ წარმატებულ სპორტის სახეობას ვკარგავთ გამოფხიძლდით ვისაც ეს ევალება!
ალეკო
11:11 27-11-2018
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული