"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

AutoSharing Option
ოსაკას გრანდ სლემის უმედლოდ დასრულებას გარკვეული მიზეზებიც ჰქონია, როგორც გაირკვა, ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

Sportall.ge-ს წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირებაში ოსაკაში მყოფი თითქმის ყველა ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობდა.

ერთ მხარეს ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იყვნენ, რომელსაც ვარლამ ლიპარტელიანი, ნუგზარ ტატალაშვილი, უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ლეხუმ ჩხვიმიანი და გიორგი ბაინდუროვი დაუპირისპირდნენ.

როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ლაშა შავდათუაშვილმა სწორედ დაპირისპირების დროს მიღებული ტრავმის შედეგად ვერ შეძლო ტურნირზე მონაწილეობის მიღება.

ჩხუბის თემატიკა კი, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე, ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის მიერ დარჩენილი
ძიუდოისტების მიმართ არგამოხატული მხარდაჭერა იყო.

"შავი (ლაშა შავდათუაშვილი) არის მაგარი ნაცემი და მაგიტომ ვერ გამოვიდა. მაგას და მარგველას (ვაჟა მარგველაშვილი) დაუპირისპირდნენ დანარჩენები. ერთი თუშიშვილი არ მონაწილეობდა" - ამბობს ჩვენი წყარო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

altფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

altWe love judo: ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა

altლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
 

მკითხველის კომენტარები / 81 /
ასეთი რამე რომ მოხდებოდა მოსალოდნელიც იყო იმ მასკარადის შემდეგ რაც ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს მოყვა. ხუთმა კაცმა დააყენა კანდიდატურა და მერე ოთხმა შეთქმულებივით ერთდროულად მოხსნეს ათაბეგაშვილის სასარგებლოდ. სინამდვილეში ისევ ქევხიშვილი მართავს სიტუაციას ათაბეგაშვილის ხელით და ამ ჯგუფის ინტერესებს ეწირება ძიუდოს მთელი სამყარო.
TBILISI
27 ნოემბერი 2018 11:26
9
gg-ს. ამიტომ უნდა ცემო სიკვდილამდე ოლიმპიური ჩემპიონი ხომ!!!!! რა აზროვნებაა? "კაი ბიჭის" როლი მოირგე სიმონ? ამიტომაც არიან მოსაკვეთი როგორც ნაკრებიდან, ისე საერთოდ სპორტიდან. სპორტი და ძველბიჭობა შორსაა ერთმანეთისაგან. ვერ გავიგე, ყველას ერთი აზრი როგორ შეიძლება ქონდეს რაიმე საკითხზე!!!! თუმცა რაც ქვეყანა, ის სპორტი და ის სპორცმენები. ყველა სპორცმენს არ ეხება, რა თქმა უნდა. მოჭიდავეებს ტრადიციულად ძალზე ღალატობთ ინტელექტი და განსწავლულობა. თუმცა საიდან!! ტატამიდან ის არ მოდის. ის უნდა ისწავლო და შეიგრძნო.
mamia
27 ნოემბერი 2018 14:06
6
მალადეც ბიჭებს მალადეც, მოკლედ ლიპოს თავში აუვარდა??? ტფუი აი რამ იცის პოლიტიკამ და ბლატაობამ.
გიორგი
27 ნოემბერი 2018 11:55
4
საერთოდ ჯობია რეალურად გაირკვეს რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, ძიუდოს თემმა თავი ისე შეირცხვინა, კაცს გულშემატკივრობა კი არა, მათი გაგონებაც არ მოუნდება. სისულელეს სისულელე ემატება. მე მგონი ასეთი რამე არცერთ სპორტის სახეობაში არ მომხდარა. დაპირისპირება ყველგან იყო, მაგრამ მეტ-ნაკლებად ცივილური მეთოდებით გადაწყდა. ამ საქციელს უკვე ხულიგნობა ჰქვია და სპორტთან საერთო არა აქვს. მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ამ ხალხის უგუნურება მგონია
)))))
27 ნოემბერი 2018 17:24
2
ცივილური რაღა ოხრობაა? გეტყობა მაგრად განათლდი?
shoda
01 დეკემბერი 2018 02:15
0
ყველა უნდა მოიკვეთოს ვინც ამაში მონაწილეობდა!!! მიუხედავად მათი ტიტულებისა და ვინაობისა!!! მივცეთ მათი ადგილი ღირსეულ ახალგაზრდებს! ესენი არაფრის მაქნისები არ არიან, წაიღეს უიკვე ტვინი, ყველა ზღვარს გადავიდნენ!
1
27 ნოემბერი 2018 12:01
5
გააგდეთ ეს ლიპარტელიანი და ძმანი მისნი ნაკრებიდან, ტიპი ყველაფრით ნიდავოლნია გეგონება მე წავაგა ყველა ფინალი და სხვას აბრალებს
lasha
27 ნოემბერი 2018 13:57
5
Fu, yvelaz3 banzi sazogafoeba gamodgs judoistebi. Samarcxvinoebi da ugirsebi. Magati gagonebac agar m8nda, gansakutrebit lipartelianis da chrik8shvilis
Gagi
27 ნოემბერი 2018 16:24
2
liparteliano da danarchenebo lashas donemde midi chidaobashi da mere iblatavet, an shen tatalashvilo meore mesame nomrobas ro ver gacdi ar jobia chxubis magivrad kargad ivarjisho?
ave
27 ნოემბერი 2018 16:20
2
რა კომენტარი უნდა გააკეთო...გააგზავნენ გუნდი მედლების ჩამოსატანად,გულშემატკივარი ელოდება ...ესენი კიდევ იმის მაგიერ რომ ტატამზე დაამტკიცონ თავიანთი სიძლიერე ერთმანეთს ცხვირპირს ამტრევენ..ამათ დაავიწყდათ რომ ქვეყანას წარმოადგენენ...ესენი ყველა ერთად უნდა გაყარო სპორტიდან და საერთოდ არ უნდა გააკარო არაფერს...თქვეს დანახვაზე ქუჩაში თუ ტელევიზიით სიამაყით ვივსებოდი ჩვენი საამაყო ადამიანები იყავით...ეხლა კი მაგთქვენი საქციელისთვის სახელი ვერ მომიძებნია...თქვენს მაგიერ მე მრცხვენია...თქვენ ფეხქვეშ გათელეთ ეს დიდი სიყვარული და პატივისცემა...ეს ყველაფერი ანაცვალეთ თქვენს პირად ინტერესებს....ყოჩაღ თქვენ!!!!
nikola
27 ნოემბერი 2018 13:38
1
ლიპარტელიანი და მისი "ბანდა", დაუკრეფავში გადავიდა უკვე. ოლიმპიური ჩემპიონის ასეთი შეურაცყოფა არავის ეპატიება. თუ სერიოზულად არავინ ჩაერია, ვგონებ ერთმანეთს დახოცავენ ეს უგვანოები. თქვენი ძიუდო და ტიტულები ერთ ადგილძე გაიკარით, ვის რაში აინტერესებს. ფედერაცია ვონ ატსუდა!!!!!!!!!!!!!
kaki
27 ნოემბერი 2018 12:56
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული