"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

AutoSharing Option
ოსაკას გრანდ სლემის უმედლოდ დასრულებას გარკვეული მიზეზებიც ჰქონია, როგორც გაირკვა, ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

Sportall.ge-ს წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირებაში ოსაკაში მყოფი თითქმის ყველა ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობდა.

ერთ მხარეს ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იყვნენ, რომელსაც ვარლამ ლიპარტელიანი, ნუგზარ ტატალაშვილი, უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ლეხუმ ჩხვიმიანი და გიორგი ბაინდუროვი დაუპირისპირდნენ.

როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ლაშა შავდათუაშვილმა სწორედ დაპირისპირების დროს მიღებული ტრავმის შედეგად ვერ შეძლო ტურნირზე მონაწილეობის მიღება.

ჩხუბის თემატიკა კი, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე, ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის მიერ დარჩენილი
ძიუდოისტების მიმართ არგამოხატული მხარდაჭერა იყო.

"შავი (ლაშა შავდათუაშვილი) არის მაგარი ნაცემი და მაგიტომ ვერ გამოვიდა. მაგას და მარგველას (ვაჟა მარგველაშვილი) დაუპირისპირდნენ დანარჩენები. ერთი თუშიშვილი არ მონაწილეობდა" - ამბობს ჩვენი წყარო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

altფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

altWe love judo: ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა

altლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
 

მკითხველის კომენტარები / 81 /
ეს რა უბედურებაა რა ხდება, ყველას უნდა აეკრძალოს სპორტული ღონისძიება.
giorgi
27 ნოემბერი 2018 16:41
2
ღვინიაშივილი ბექა სად გააქრეთ სადაა ეს ბიჭი? იცით რომ მსგავსი ნიჭერი მოჭიდავე უბრალოდ პლანეტას არ ყავს?? სადაა რა მოხდა რას დარიეთ ეს ბიწები ერთმანეთს თქვე ბანდიტებო რა დღეში ჩააგდეთ ეს წარმატებული სპორტი?! თუმცა რა გვიკვირს ქოცების ხელში რა წავიდა წინ როო. ზვიადაური შენ აგებ ყველაფერზე პასუხს როგორც არიაე ყველაფერი ისევე დაალაგე თუარადა ხალხი მოგთხოვს პასუხს სამართლიანად.
halagaji
27 ნოემბერი 2018 13:44
15
ეს პოლიტიკურათ ანგაჯირებული ხალხი აუცილებელია რომ ყველაფერზე გააკეთოთ კომენტარი?
------
27 ნოემბერი 2018 14:13
4
რუსულმა ოცნებამ მოსპო საქართველოში ყველა სფერო
ლევან
27 ნოემბერი 2018 13:25
29
გეშლება ეს პოლიტიკური გვერდი არ არის!!!
levan-s
27 ნოემბერი 2018 13:52
7
ეს ჟურნალისტების ზარებზე არ პასუხი მაგარი იციან ძალიან.რა ჯანდაბად გვინდა ფედერაცია თუ უნდა მალოს ინფორმაცია და ტყუილები ავრცელოს? ფულისთვის წკავწკავი კარგად ეხერხებათ და ყველა გადაცემაში მირბენა.
Semi
27 ნოემბერი 2018 13:02
1
ვიღაცამ მად თავები დამარხა და სანამ იმ თავებს არ ამოთხრიან ძიუდოს შედეგი აღარ ექნება..
zviads
27 ნოემბერი 2018 12:36
1
მე აბა, მოჭიდავეებზე რა ვიცი, მაგრამ ერთი საყვარელზე,საყვარელი ბიჭი გვყავდა მეზობლად, კარგი მოჭიდავე იყო, ერთხელ ინგლისში იყვნენ არ ვიცი რაზე და ტელევიზიით გამოვიდნენ იქედან ბიჭები, იმ საცოდავმა ვერაფრით ვერ მოუყარა თავი სათქმელს, აქ რომ ჩამოვიდნენ მეორე მეზობელი ეუბნება, რა მოგივიდა ბიჭო, ენა მაინც ვერ გამოყავი, წავიკითხავდით ზედ რისი თქმა გინდოდაო. იმ უბედურმა უპასუხა, როცა ლაპარაკი უნდა მესწავლა ჭიდაობაზე მატარებდნენ და კითხვას ვინ მასწავლიდაო. ისე ძალიან გულთბილი და ძალიან საყვარელი ბიჭი ზვიადის ერთგულობისთვის მოკლეს.
oooo
27 ნოემბერი 2018 14:51
2
ყველა უნდა მოკვეთო ნაკრებს!!! საქართველოს სახეები არიან:((
Bokinio
27 ნოემბერი 2018 13:11
3
სირცხვილები ხართ უკვე ჩვენი ქვეყნისთვის.
Geo_Dinamo
27 ნოემბერი 2018 12:39
5
Is unda scemon vinc es ambavi garet gamoitana farulad da ara giad vashkacoba ar eyo imitom rom moxvdeboda magasac shida samzareulo garet rom gamogaqvs vigaca xar kacunav ratom yof gulshematkivars shuaze da ratom alandzgineb gind ert mxares gind meores sircxvili es aris kacobas tavs ro anebeb da chorikana ro xdebi kaci
Emigranti
27 ნოემბერი 2018 14:59
22
ეს ის შემთხვევაა როდესაც 1000% გეთანხმები. ვინ მართალია ვინ მტყუანი ეს არავის გასარჩევია აქ
დავით 67
27 ნოემბერი 2018 16:55
14
ეჰ ძალიან ცუდი მოსასმენია ეს ყოველივე. როგორი შეცდომაც არ უნდა მოსვლოდათ შავის და მარგველას ხელის აწევა ნაკრების წევრებიდან გაუმართლებელია, იმოტომ რომ ეს ჩვენი ხალხის და ქვეყნის შეურაცხყოფაა. ამით კი ფედერაციის მაფიოზები ისარგებლებენ.
ლევანი
27 ნოემბერი 2018 13:47
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული