"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

AutoSharing Option
ოსაკას გრანდ სლემის უმედლოდ დასრულებას გარკვეული მიზეზებიც ჰქონია, როგორც გაირკვა, ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

Sportall.ge-ს წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირებაში ოსაკაში მყოფი თითქმის ყველა ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობდა.

ერთ მხარეს ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იყვნენ, რომელსაც ვარლამ ლიპარტელიანი, ნუგზარ ტატალაშვილი, უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ლეხუმ ჩხვიმიანი და გიორგი ბაინდუროვი დაუპირისპირდნენ.

როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ლაშა შავდათუაშვილმა სწორედ დაპირისპირების დროს მიღებული ტრავმის შედეგად ვერ შეძლო ტურნირზე მონაწილეობის მიღება.

ჩხუბის თემატიკა კი, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე, ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის მიერ დარჩენილი
ძიუდოისტების მიმართ არგამოხატული მხარდაჭერა იყო.

"შავი (ლაშა შავდათუაშვილი) არის მაგარი ნაცემი და მაგიტომ ვერ გამოვიდა. მაგას და მარგველას (ვაჟა მარგველაშვილი) დაუპირისპირდნენ დანარჩენები. ერთი თუშიშვილი არ მონაწილეობდა" - ამბობს ჩვენი წყარო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

altფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

altWe love judo: ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა

altლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
 

მკითხველის კომენტარები / 81 /
აი მახსენდება, პლეხანოვზე ჩემი თალით მაქვს ნანახი, მოზარდობის დროს ხულიგნები ერთი 8-9 , აუშარდა ერთს და გალახეს, ოღონდ იქიდან ორი-სამი ურტყავდა, დანარჩენმა მერე გაშველება დაიწყო ან ისე იდდგა, იმ შპანასაც კი არ უკადრია ყველა რო დასეოდნენ,დარწმუნებული ვარ ბევრს გაგიგიათ ასეთი რამე ან შესწრებიხართ. 2 კაცს ასე დაესიონ ეს საქციელი ისეთია , რომ დაწეროს კაცმა, აქ არ დადებენ კომენტარს, ჩემი დიდი სიმპტია შაბდათუაშვილს და მარგველაშვილს
ლაშა19
27 ნოემბერი 2018 15:44
0
ეს თუ მართალია, მაშინ საერთოდ უნდა მოკვეთო სპორტიდან ლიპარტელიანი და ყველა ის ვინც ორი კაცის ცემაში იღებდა მონაწილეობას. ვარლამ დიდი სიმპატიით ვიყავი შენს მიმართ და სულ დამეკარგა შენზე შთაბეჭდილება, განსხვავწბული აზრის გამო თუ შენ ხელი დაარტყი შავდათუაშვილს, რომელიც ერის წინაშე ღვაწლმოსილია , უკომენტაროდ. გურამ თუშიშვილს ვენაცვალე კაცობაში
ლაშა19
27 ნოემბერი 2018 15:26
1
ხვალ არჩევნებია ამიტომაც დაიძაბა ურთიერთობა ალბათ. ჩვენთან ყველაფერში პოლიტიკაა გარეული.
levani
27 ნოემბერი 2018 15:18
1
Is unda scemon vinc es ambavi garet gamoitana farulad da ara giad vashkacoba ar eyo imitom rom moxvdeboda magasac shida samzareulo garet rom gamogaqvs vigaca xar kacunav ratom yof gulshematkivars shuaze da ratom alandzgineb gind ert mxares gind meores sircxvili es aris kacobas tavs ro anebeb da chorikana ro xdebi kaci
Emigranti
27 ნოემბერი 2018 14:59
22
ეს ის შემთხვევაა როდესაც 1000% გეთანხმები. ვინ მართალია ვინ მტყუანი ეს არავის გასარჩევია აქ
დავით 67
27 ნოემბერი 2018 16:55
14
მე აბა, მოჭიდავეებზე რა ვიცი, მაგრამ ერთი საყვარელზე,საყვარელი ბიჭი გვყავდა მეზობლად, კარგი მოჭიდავე იყო, ერთხელ ინგლისში იყვნენ არ ვიცი რაზე და ტელევიზიით გამოვიდნენ იქედან ბიჭები, იმ საცოდავმა ვერაფრით ვერ მოუყარა თავი სათქმელს, აქ რომ ჩამოვიდნენ მეორე მეზობელი ეუბნება, რა მოგივიდა ბიჭო, ენა მაინც ვერ გამოყავი, წავიკითხავდით ზედ რისი თქმა გინდოდაო. იმ უბედურმა უპასუხა, როცა ლაპარაკი უნდა მესწავლა ჭიდაობაზე მატარებდნენ და კითხვას ვინ მასწავლიდაო. ისე ძალიან გულთბილი და ძალიან საყვარელი ბიჭი ზვიადის ერთგულობისთვის მოკლეს.
oooo
27 ნოემბერი 2018 14:51
2
ლიპო სულით და გულით გვერდზე გედექი უმ უსამართლობის წინააღმდეგ რასაც შენ ებრძვოდი. მაგრამ ეს თუ სიმართლეა რაც გამოქვეყნდა შენს მხარეს ვერ დავიჭერ იმიტომ რომ შენც იგივე გააკეთე რაც შენს წინააღმდეგ ქევხიშვილი და ლომერა აკეთებდა! თუ არის ამის შესაძლებლობა გისურვებდით შერიგების ხელი გაგეწოდათ ერთმანეთისთვის საქართველოს გულისთვის და არა ფასადური შერიგების გულისთვის! ლაშას გამოჯამრთელებს ვუსურვებ და ქართველი ხალხის კიდევ ბევრი სიხარულის მოტანას!
ძიუდოს გულშემატკივარი
27 ნოემბერი 2018 14:23
1
gg-ს. ამიტომ უნდა ცემო სიკვდილამდე ოლიმპიური ჩემპიონი ხომ!!!!! რა აზროვნებაა? "კაი ბიჭის" როლი მოირგე სიმონ? ამიტომაც არიან მოსაკვეთი როგორც ნაკრებიდან, ისე საერთოდ სპორტიდან. სპორტი და ძველბიჭობა შორსაა ერთმანეთისაგან. ვერ გავიგე, ყველას ერთი აზრი როგორ შეიძლება ქონდეს რაიმე საკითხზე!!!! თუმცა რაც ქვეყანა, ის სპორტი და ის სპორცმენები. ყველა სპორცმენს არ ეხება, რა თქმა უნდა. მოჭიდავეებს ტრადიციულად ძალზე ღალატობთ ინტელექტი და განსწავლულობა. თუმცა საიდან!! ტატამიდან ის არ მოდის. ის უნდა ისწავლო და შეიგრძნო.
mamia
27 ნოემბერი 2018 14:06
6
გააგდეთ ეს ლიპარტელიანი და ძმანი მისნი ნაკრებიდან, ტიპი ყველაფრით ნიდავოლნია გეგონება მე წავაგა ყველა ფინალი და სხვას აბრალებს
lasha
27 ნოემბერი 2018 13:57
5
ასე მგონია ეს ესემესები ერთი კაცის დაწერილია,ისე ჰგავს ერთმანეთს..ვინ გითხრათ რომ იჩხუბეს,ვინ გითხრათ რომ ათი ორზე იჩხუბეს?მე ლიპარტელიანს კიარა სვანებს საერთოდ არვიცნობ,მაგრამ ეს კომენტარები ლიპარტელიანის მიმარტ აგორებულ კამპანიას ჰგავს.ეგ თუ სიმართლე არგამოდგა,ასეთი იმფორმაციის გამვრცელებელი უნდა დაისაჯოს მკაცრად დამჟე უმკაცრესად და თუ სიმართლეა ისინი უნდა დაისაჯონ უმკაცრესად...არ დაბლოკოთ
ჰჰჰჰჰჰ
27 ნოემბერი 2018 13:50
20
როდესაც ნაკრები გაფიცულია, არ გაქვს მორალური უფლება ორი კაცი იაპონიაში გაიქცე შეკრებაზე ეს დაუწერელი წესია და მიუხედავად იმისა უჭერ მხარს თუ არა ქევხიშვილს. ეს არის გუნდურობა. შეიძლება ტელევიზიით არ გამოხვიდე შეიძლება საპროტესტო აქციაზე არ გახვიდე მაგრამ წახვიდე იაპონიაში (მაშინ როდესაც ერთ ერთი საკითხი ამ პროტესტისა იყო შეკრებები და განსაკუთრებით იაპონიაში წასვლა) და განერიდო გუნდს. თუ ვინმეა დასასჯელი და გასაგდები ნაკრებიდან ეს შავდათუაშვილია. რადგან თავისი ქმედებით თვითონ გაემიჯნა ნაკრებს და ცოტა დაფიქრდით რასაც წერთ. მარტო რუსის დამარცხება და გულზე მჯიღის ცემა არაა კაცობ, როგორც ბევრ თქვენთაგან მიაჩნია. რა თქმა უნდა ჩხუბი და ცემა ტყეპა მიუღებელია და არა მგონია ლიპარტელიანი იმ შეგნების ადამიანი იყოს შავდათუაშვილზე ხელი გაისვაროს.
gg
27 ნოემბერი 2018 13:49
54
და ეგ "დაუწერელი წესი" ვისგან მოისმინე. რას ქვია, ნაკრები გაფიცულია. თქვენ საქართველოს ნაკრები კერძო შპს ხომ არ გგონიათ. ან რა სპორტსმენების გადასაწყვეტია, ვინ იქნება ფედერაციის პრეზიდენტი. ლიპარტელიანს და ჭრიკიშვილს თავი ვიზე უკეთესი გონიათ, რომ სხვა მათ განკარგულებებს დაემორჩილოს, ან რატომ გონიათ, მართლები არიან. რა, ეგენი რომ კლდიდან გადაიჩეხონ, სხვებიც მიყვნენ?! ყველას თავისი გზა აქვს. ოლიმპიური ჩემპიონი შავდათუაშვილია, ჰოდა თუ რამეა, მაგას დაუჯერონ.ძიუდო სპორტის ინდივიდუალური სახეობაა და ნაკრების წევრები ერთმანეთს სსაერთოდაც რომ არ იცნობდნენ, არაფერი დაშავდება.
gg-ს
27 ნოემბერი 2018 17:29
3
ყველა ადამიანს თავის მოსაზრება აქვს, სხები რასაც თვლის შენ ვალდებული არ ხარ ისინ გაითვალისწინო, უმრავლესობა შეიძლება სცდებოდეს, ამიტომ შავდათუაშვილს კაცობაში რაფერი შეშლია, აი შავდათუაშვილყან კი მაგრად შეეშალათ
ლაშა19
27 ნოემბერი 2018 15:37
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული