"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

AutoSharing Option
ოსაკას გრანდ სლემის უმედლოდ დასრულებას გარკვეული მიზეზებიც ჰქონია, როგორც გაირკვა, ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

Sportall.ge-ს წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირებაში ოსაკაში მყოფი თითქმის ყველა ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობდა.

ერთ მხარეს ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იყვნენ, რომელსაც ვარლამ ლიპარტელიანი, ნუგზარ ტატალაშვილი, უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ლეხუმ ჩხვიმიანი და გიორგი ბაინდუროვი დაუპირისპირდნენ.

როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ლაშა შავდათუაშვილმა სწორედ დაპირისპირების დროს მიღებული ტრავმის შედეგად ვერ შეძლო ტურნირზე მონაწილეობის მიღება.

ჩხუბის თემატიკა კი, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე, ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის მიერ დარჩენილი
ძიუდოისტების მიმართ არგამოხატული მხარდაჭერა იყო.

"შავი (ლაშა შავდათუაშვილი) არის მაგარი ნაცემი და მაგიტომ ვერ გამოვიდა. მაგას და მარგველას (ვაჟა მარგველაშვილი) დაუპირისპირდნენ დანარჩენები. ერთი თუშიშვილი არ მონაწილეობდა" - ამბობს ჩვენი წყარო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

altფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

altWe love judo: ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა

altლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
 

მკითხველის კომენტარები / 81 /
არ უნდა დასრულდეს ეს დაპირისპირება? სირცხვილია მთელი ძიუდოს სამყაროს თვალწინ ასეთი უმსგავსოების მოწყობა.
გიოშა
27 ნოემბერი 2018 13:12
1
ვერ გავიგე, ერთმანეთში რა გაქვთ დასამტკიცებელი? ვაჟკაცობა თუ არის მიზეზი, გადით და ტატამზე დაამტკიცეთ.
ერთი ძველი გამოთქმისა არ იყოს - თეთრი და შავი "ტატამზე" გამოჩნდებაო...
ასეა ეს !!!
ვერ გავიგე
27 ნოემბერი 2018 13:11
1
ყველა უნდა მოკვეთო ნაკრებს!!! საქართველოს სახეები არიან:((
Bokinio
27 ნოემბერი 2018 13:11
3
TBILISI-ს. ბრავო შენ!! ანუ ამიტომ სპორცმენებმა ერთმანეთი უნდა დახოცონ? თუ რის თქმა გინდა. ყველა ბუნტავიკი სპორტულ სანაგვეზე. არავის მათი მიღწევები აღარ გვაინტერესებს. ერთი მეტრითაც არ იყურებიან წინ და ვერ ხედავენ, რა ბინძურ სამსახურს უწევენ მომავალ ტაობას. თუ სასწრაფოდ არ იქნა ზომები მიღებული, ძიდოსკენ გამხედავის DDDD ჩემდა ტავად. წარმოგიდგენიათ რასთან გვაქვს საქმე!!! FUIIIIIIIIIIIIIII
gela
27 ნოემბერი 2018 13:02
1
ეს ჟურნალისტების ზარებზე არ პასუხი მაგარი იციან ძალიან.რა ჯანდაბად გვინდა ფედერაცია თუ უნდა მალოს ინფორმაცია და ტყუილები ავრცელოს? ფულისთვის წკავწკავი კარგად ეხერხებათ და ყველა გადაცემაში მირბენა.
Semi
27 ნოემბერი 2018 13:02
1
სპორტში რაც ხდება საზოგადოების ანარეკლია. მაშინ როცა ხალხი ერთმანეთს სცემს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ეს გაგვიკვირდა? კარტოფილზე და ხახვზე გაყიდულ საზოგადოებას აუგი არ გვეთქმის ცალკეულ სპორტსმენებზე. პრობლემა უფრო ღრმად არის ყველა ჩვენგანში.
irakli81
27 ნოემბერი 2018 13:02
4
ფაქტია რაც ქევხიშვილი მოვიდა იმის მერე გაიზარდა დაძაბულობაც და წარმატებამაც იკლო, საუკეთესო მწვრთნელები გაუშვა და მოათრია საძმაკაცო რაც გამოაშკარავდა! ეხლაც თავისი კაცი ყავს ფედერაციის თავჯდომარედ
On
27 ნოემბერი 2018 12:59
5
ქევხიშვილი კიარ მოვიდა, ის წავიდა ბატონებო და აი მას მერე იწყება თავდავიწყება. ზვიადაურს კითხეთ ის გეტყვით მაფიოზურ მართველობაზე ორიოდე სიტყვით. (აბ მეტი მას არ შეუძლია დაა))
halagaji
27 ნოემბერი 2018 13:27
6
ლიპარტელიანი და მისი "ბანდა", დაუკრეფავში გადავიდა უკვე. ოლიმპიური ჩემპიონის ასეთი შეურაცყოფა არავის ეპატიება. თუ სერიოზულად არავინ ჩაერია, ვგონებ ერთმანეთს დახოცავენ ეს უგვანოები. თქვენი ძიუდო და ტიტულები ერთ ადგილძე გაიკარით, ვის რაში აინტერესებს. ფედერაცია ვონ ატსუდა!!!!!!!!!!!!!
kaki
27 ნოემბერი 2018 12:56
4
ასე კვდება სამშობლო, არ დაიღალეთ კიდევ ერთმანეთის კვლაში? 1992 გაიხსენეთ!!!
ვაი ქართველნო, საქართველოს არააქ მომავალი თუ ასე წავიდა საქმე(((
როგორ უნდა დაბრუნდე ასეთ საქართველოში?
მეგონა გული კტკივათ სამშობლოსადმი, იბრძვით,ასახელებთ!! ეს კი რააა ?? თქვენ თავი გტკივათ , სამკურნალო ხართ!!! მისამართს ჯანდაცვის სამინისტრო გეტყვიან!!!!
Geo
27 ნოემბერი 2018 12:53
2
სირდხვილი და თავის მოჭრა! უნდა შეუქმნას ჯგუფი: ჟურნალისტები, გულშემატკივრები, ძველი თაობის ძიუდოისტები და უნდა გაარკვიონ რა ხდება. ყველაფერი უნდა დაიდოს გამჭვირვალედ!
ქუთაისელი
27 ნოემბერი 2018 12:53
2
არაფერი დამალულად, საქართველოს და ხალხის წინაშე. ასეთი ძიუდოისტები, სიმინდის ნაქურჩალაა. ყველა მოაშორეთ აქედან. უნამუსოები.
გიორგი.
27 ნოემბერი 2018 13:44
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული