"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

AutoSharing Option
ოსაკას გრანდ სლემის უმედლოდ დასრულებას გარკვეული მიზეზებიც ჰქონია, როგორც გაირკვა, ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

Sportall.ge-ს წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირებაში ოსაკაში მყოფი თითქმის ყველა ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობდა.

ერთ მხარეს ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იყვნენ, რომელსაც ვარლამ ლიპარტელიანი, ნუგზარ ტატალაშვილი, უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ლეხუმ ჩხვიმიანი და გიორგი ბაინდუროვი დაუპირისპირდნენ.

როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ლაშა შავდათუაშვილმა სწორედ დაპირისპირების დროს მიღებული ტრავმის შედეგად ვერ შეძლო ტურნირზე მონაწილეობის მიღება.

ჩხუბის თემატიკა კი, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე, ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის მიერ დარჩენილი
ძიუდოისტების მიმართ არგამოხატული მხარდაჭერა იყო.

"შავი (ლაშა შავდათუაშვილი) არის მაგარი ნაცემი და მაგიტომ ვერ გამოვიდა. მაგას და მარგველას (ვაჟა მარგველაშვილი) დაუპირისპირდნენ დანარჩენები. ერთი თუშიშვილი არ მონაწილეობდა" - ამბობს ჩვენი წყარო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

altფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

altWe love judo: ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა

altლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
 

მკითხველის კომენტარები / 81 /
რა კომენტარი შეიძლება გააკეთოს ადამიანმა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით და საერთოდ, რაც ახლა ქართულ ძიუდოში ხდება!!!!! ეს არის პაზორი და უდიდესი რირცხვილი ყველასათვის და უპირველეს ყოვლისა საქართველოსათვის. ყველა, დაწყებული პრეზიდენტიდან და დამთავრებული ყველა იმ "ვაჟკაცანდე", ვინც ეს სისაძაგლე ჩაიდინა, უნდა მოიკვეთოს სასწრაფოდ ძიუდოდან და საერთოდ არასოდეს არ უნდა გააკარო სპორთთან, მიუხედავად მათი ადრინდელი დამსახურებისა. თუ ახლა არ იქნა მიღებული ძალიან რადიკალური გადაწყვეტილება, საბოლოოდ დასამარდება სპორტის ეს სახეობა ჩვენთან. რა ვერ გაიყვეს ტო!!!ესენი ვინ ყოფილან !!!
გრცხვენოდეთ
27 ნოემბერი 2018 12:46
1
დაგიხოციათ ერთმანეთი.არ ხართ ღირსნი პატივისცემის...
ბაჩო
27 ნოემბერი 2018 12:46
7
ახალგაზრდობა,იმედი ხვალის!
leng
27 ნოემბერი 2018 12:44
0
სირცხვილები ხართ უკვე ჩვენი ქვეყნისთვის.
Geo_Dinamo
27 ნოემბერი 2018 12:39
5
სულით და გულით გულშემატკივრობ, ნერვებს იგლიჯავ და ვისთვის? ამ ერთუჯრედიანებისთვის? ცოტა ტვინიც რომ გაავარჯიშონ და ამ ცხოვრების აზრზე მოვიდნენ ურიგო არ იქნებოდა, თორემ სანაგვეზე მოსროლილი ამათზე ბევრად უფრო დიდი სპორტსმენებიც გვინახავს
saba
27 ნოემბერი 2018 12:38
4
ვიღაცამ მად თავები დამარხა და სანამ იმ თავებს არ ამოთხრიან ძიუდოს შედეგი აღარ ექნება..
zviads
27 ნოემბერი 2018 12:36
1
ნაკრებიდან უნდა მოიკვეთოს ყველა!!! ვისაც რა დამსახურება არ უნდა ქონდეს იმის მიუხედავად. ფედერაცია რატომ არის გაჩუმებული? წესრიგის და დისციპლინის გარეშე რაიმე წარმატებაზე ფიქრიც კი შეუძლებელია. ახალმა თაობამ უნდა გაითავისოს ნაკრების პასუხისმგებლობა.
გურული
27 ნოემბერი 2018 12:24
5
თითოეულის თქვენს მიღწევას კაპიკის ფასი აქ უკვე!!! რაც გისახელებიათ საქართელო,ორმაგად დააკნინეთ თქვენს შიდა დაპირისპირების გამო ეხლა!ნორმალურ ქვეყანაში, ფედერაციიით დაწყებული და ამ ჩხუბში ფიგურანტი ძიუდოისტებით დამთავრებული ყველა პენსიაში უნდა გუშვა! აღარ გაქვთ უფლება საქართველოს სახელს წარმოადგენდეთ არცერთი!!! მხარს ვუჭერდი თქვენს საფუძვლიან პროტესტს ფედერაციის წინააღმდეგ, მაგრამ აწინ აღარ არის საინტერესო თქვენი ბედი პირადად ჩემთვის ერთი რიგითი სპორტის გულშემატკივრისთვის.პ.ს. ფედერაციაში კი ყველა დასჭერია ასეთ ზომამდე რომ მიიყვანა საქმე თავოსი თბილი სკამების გამო. ყველა ფულის საკეთებლად როგორ არის მოწადინებული ვინც თანამდებბობაზეა ამ საცოდავ საქართველოში?!!
ვალერი
27 ნოემბერი 2018 12:17
1
აქ დაგეხოცათ ერთმანეთი, რაღა იაპონიაში ხოცავდით. ამით ხომ ჩვენ, ქართველ ერს, მოგვაყენეთ შეურაცყოფა. იდიოტებო.
გიორგი.
27 ნოემბერი 2018 13:48
1
სამარცხვინოები თვიტონაც და ქვეყნისაც, ყველას დისკვალიფიკაცია სამუდამო, ჩემ თვალში 0000 გახდნენ, შავი, მარგველა, ბექა და თუში დატოვონ, იმიტომ რომ ეგენი თავის საქმეს აკეთებენ რაც სპორცმენს ევალება, დანარჩენები ჩაანაცვლონ ახალგაზრდებით. ორი შვილი დამყავს ძიუდოზე და ლამის გამოვიყვანო. რეალურად თანამდებობისთვის იბრძვიან, აბა მაგათ რა ტატამი არა აქვთ, ხელფასი თუ გასტროლები აქეთ იქეთ. ქართველი ვაჟკაცები მეგონენ და ბანდა ყოფილა.
a
27 ნოემბერი 2018 12:11
6
ეს უკვე მეტის მეტია!!! ყველაფერი იქითკენ მიჰყავთ ამ "მეამბოხეებს", რომ ზიუდო საერთოდ გაქრეს საქართველოში... სასწრაფოდ არის ზომები მისაღები. დროა გაირკვეს ტყუილ-მართალი და ამ ქაოსს ბოლო მოეღოს!!!
tngh
27 ნოემბერი 2018 12:04
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული