შურისძიების საფრთხე, ახალი მწვრთნელის კანდიდატურები - ძიუდოს ამბების გაგრძელება

AutoSharing Option
ოსაკა იაპონიის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია და არცერთი ქართველი არ იტყოდა იქ დასვენებაზე უარს. თუმცა საზოგადოების შემოსავლებით, ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი სპორტი, ძიუდოც ფინანსდება და სპორტსმენების საერთაშორისო გასვლები თითოეული ადამიანის ჯიბიდან იფარება.

რატომ უნდა აფინანსებდეს საზოგადოება სპორტსმენებს, რომლებიც არათუ მედალს ვერ მოიპოვებენ, არამედ ოსაკაში მოაწყობენ საქმის გარჩევებსა და ჩხუბს, შემდეგ კი თვალში ნაცარს შეგაყრიან, არაფერი მომხდარაო.

როდესაც შესაძლო დაპირისპირების შესახები ინფორმაცია გაჟღერდა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ჯერ სირაქლემას პოზა არჩია, თუმცა შემდეგ ეს
ამბავი ისეთ მასშტაბებზე გავიდა, რომ თავის ამოწევა და ამ თემასთან დაკავშირებით შეკრება მოუწიათ.

altფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

აღმასკომის სხდომა შაბათს დაინიშნა. ჟურნალისტები ცოტათი ადრე მივედით. სანამ აღმასკომი სრულად შეიკრიბებოდა, ნაწილი ფოიეში საუბრობდა. მაგალითად, ნათლად გვესმოდა ის, რომ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მეორე აღმასკომის წევრს იაპონიაში მომხდარ ჩხუბზე უყვებოდა, მოჩხუბარ სპორტსმენებს აკრიტიკებდა და გამშველებლებზეც საუბრობდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს საუბარი თითქმის იდენტური იყო sportall.ge-ს მიერ გავრცელებული ამბისა.





alt"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

თუმცა სხდომის დასრულების შემდეგ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა ეს ფაქტი კვლავ არ დაადასტურა და გვაუწყა, რომ გამოძიება დაიწყებოდა. კომისიაში კი შევიდოდნენ: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, პარლამენტის სპორტის კომიტეტის წარმომადგენლები, ასევე, ვეტერანი ძიუდოისტები და სპორტული ჟურნალისტები. ეს გარკვეულწილად საკმაოდ კარგი დაზღვევაა გიორგი ათაბეგაშვილისთვის, რადგან ის თუ დაადასტურებდა ფაქტს და გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მიიღებდა, შეიძლება მის სკამს ძიუდოისტების საპასუხო რეაქციისთვის ვერ გაეძლო.

ამ შემთხვევაში კი მოკვლევაში საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩაერთვება და გარკვეული სპორტსმენების ბრალეულობის გამოვლენის შემთხვევაში დასჯაც უფრო მარტივი იქნება. თუმცა მანამდე აღმასკომმა კიდევ ერთი არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო, ამ სპორტსმენებს არავინ უშლის ჩინეთში, გუანჟოუში წასვლას და არც არავინ ფიქრობს შესაძლო საფრთხეზე. ჩინეთში შემდეგი შემადგენლობა მიდის: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი.

ვინმე არის გარანტორი იმისა, რომ გუანჟოუში ის სპორტსმენები, რომლებიც ოსაკაში დაიჩაგრნენ ჩხუბში, შურისძიებას არ ეცდებიან ან ტრადიციულად, სასტუმროს ნომერ-ნომერ არ გააგრძელებენ საქმის გარჩევებს? მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ამ შემთხვევაში გორელ სპორტსმენებს გარკვეული უპირატესობაც კი ექნებათ. ან რატომ უნდა იჭიდაოს ჩვეულებრივად იმ სპორტსმენმა, რომელმაც თანამოძმეს ხელი დაარტყა? მე თუ მკითხავთ, ბექა ღვინიაშვილის, ამირან პაპინაშვილისა და გურამ თუშიშვილის გარდა, გამოძიების დასრულებამდე სხვა არცერთ სპორტსმენს არ უნდა მიეღო მონაწილეობა.

ამასობაში ფედერაცია საქართველოს ჩემპიონატამდე მწვრთნელს ეძებს და პირობას იძლევა, რომ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება. ჩვენ უკვე გავაჟღერეთ ჯარჯი ზვიადაურის კანდიდატურა, რომელიც ძალიან სურს ფედერაციას, თუმცა ჯერ უცნობია თვითონ კანდიდატის დამოკიდებულება. ჩვენი ინფორმაციით, აღმასკომმა კიდევ სამი კანდიდატურა განიხილა: გურამ მოდებაძე, გია თენაძე და ლაშა გუჯეჯიანი. ამ სამიდან ორი შეიძლება წყვილშიც კი ვიხილოთ.

P.S. დაუსჯელობის სინდრომი ახალისებს დამნაშავეს. უნდა დაისაჯოს ყველა ძიუდოისტი, რომელმაც ამ ფაქტში უშუალო მონაწილეობა მიიღო და ამავდროულად, დამალა. სასჯელი უნდა შეეხოს ყველას, ეს წამყვანი ძიუდოისტი იქნება თუ არა. ვიმედოვნებთ, განტევების ვაცს არ იპოვიან და ერთ-ერთი ნაკლებად ძლიერი ძიუდოისტის დასჯით არ შემოიფარგლებიან.





altგიორგი ათაბეგაშვილი: შეიქმნება კომისია, რომელიც დაადგენს მოხდა თუ არა ოსაკაში ინციდენტი

მკითხველის კომენტარები / 20 /
Buzisgan aqlems nu shevqmnit! Bichebi sherigdebian tu ukve ar sherigebulan! Federaciam unda imusaos im mimartulebit rom aseti ram agar moxdes momavalsi tqveni jibijibidan gadaxdili fuli amatze alalia. eg mokitxet biujetis virtxebs
Judo80
11:26 01-01-2019
0
აბსოლუტურად ვეთანხმები სტატიის ავტორს სტატიის დებიუტში. -რატომ უნდა იხარჯებოდეს ჩემი ჯიბიდან გადახდილი ფულით ასეთი უპასუხისმგებლო სპორტსმენები. მაღიზიანებს უბრალოდ ასეთ რაღაცეებს რომ ვგებულობ... არ მაინტერესებს ტალანტია თუ მედალი აკლდება ჩვენს ქვეყანას ასეთი სპორტსმენების მოკვეთით, უნდა მოიკვეთონ სამუდამოდ და სამაგალითო იქნება სხვა დანარჩენებისთვის.ასეთი მედლები არ მჭირდება. გულზე საქართველოს გერბი გაქვთ, და მაგას არ სცემთ პატივს!!! იჩხუბონ საკუთარ ოჯახებში ან ეზოში, სადაც უნდათ! არა იქ, სადაც საქართველოს სახელი გააქვთ, აქ მე ქართველი მინდა, ქა - რთვე - ლი!!! გესმით?!!! ამაში გიხდით მთელი ერი ფულს!!! სირცხვილია!!! ფთუუუ თქვენი!!! ადმინ არ დაბლოკო გთხოვ!
ტორინო
11:18 04-12-2018
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული