ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების გაწვრთნაზე: ბევრი მეკითხება, უარს რატომ ამბობო?! უარს არ ვამბობ, მაგრამ...

AutoSharing Option
გაზეთი "კვირის პალიტრა" ჯარჯი ზვიადაურს დაუკავშირდა საქართველოს მხრიდან დაიტერესებაზე და სხვა საინტერესო თემებზე ესაუბრა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი კანდიდატი ილიას ილიადისია, იგივე ჯარჯი ზვიადაური.

შეგახსენებთ, რომ ქართულ ძიუდოში საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაა. ოსაკაში ძიუდოისტებს შორის ჩხუბი მოხდა, ხოლო ძიუდოისტთა ნაწილი ფედერაციის ახალი პრეზიდენტის, გიორგი ათაბეგაშვილის არჩევის წინააღმდეგი იყო, რადგან ძველი პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის კაცად მიიჩნევენ.

- საქართველოს ძიუდოს ფედერაციას მართლაც სურს შენი დანიშვნა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად?
- მკითხეს, რას ფიქრობო?! სპორტსმენის კარიერაში მაქსიმალური მიღწევა ოლიმპიური ჩემპიონობაა, მწვრთნელის კარიერაში
- ძლიერ გუნდთან მუშაობა. საქართველოს ნაკრების ჩაბარება იგივეა, ფეხბურთში ბრაზილიის ნაკრების ან "ბარსელონას" მწვრთნელობა განდონ. სამწუხაროდ, ყველა ვხედავთ, რაც ხდება დღეს ქართულ ძიუდოში.

სანამ ძიუდოს სამყარო, ფედერაცია და ძიუდოისტები "შიგნიდან არ დაალაგებენ" ვითარებას, არავის აქვს ჩარევის უფლება. ნაკრების წევრების ფსიქოლოგიური მდგომარეობა ისეთი მძიმეა, ბიჭებს გვერდით დგომა სჭირდებათ, ბევრი მუშაობაა აუცილებელი, შეჯიბრებისთვის რომ განეწყონ. ამ რთული და არეული ვითარების მოგვარება ძიუდოს ფედერაციასა და სპორტის სამინისტროს შეუძლიათ. ოლიმპიადამდე ცოტა დროა და თუ შედეგი უნდათ, ჯერ სიტუაცია უნდა განიმუხტოს, ბიჭები სავარჯიშოდ განაწყონ და მერე იფიქრონ, ვინ მოვიდეს მწვრთნელად!

- თუმცა, გამოცდილებისა და წარმომავლობის გარდა, შენი კანდიდატურის დასახელების ერთ-ერთი მიზეზი სხვაც იყო - ჯარჯი გუნდის "დალაგებას" შეძლებსო!
- "დავალაგებ" და ვეცდები, ბიჭებმა ამ თემაზე აღარ იფიქრონ მას შემდეგ, რაც ვითარება განიმუხტება და ნათელი გახდება, ვის რა და როგორ უნდა... ბევრი მეკითხება, უარს რატომ ამბობო?! უარს არ ვამბობ! მეტიც - საქართველოს ნაკრების გაწვრთნას უდიდეს პატივად მივიჩნევ, მაგრამ სანამ "ზემოდან" არ მოგვარდება ყველაფერი, საქმეს ვერც მე ვუშველი და ვერც იაპონიის მთელი სამწვრთნელო შტაბი.

საქართველოს ნაკრებს სამი თვით ხომ არ ჩავიბარებ?! თუ შევთანხმდებით, მინდა, მთელი ციკლი ვიმუშაო და თუ ურთიერთობის მოგვარებაში თვეები დავკარგე, გამოვა, რომ გუნდის მოსამზადებლად კი არა, ურთიერთობების მოსაგვარებლად მივუწვევივარ, რაც ჩემი საქმე არ არის.

- ძიუდოისტებსაც სურთ შენი ხელმძღვანელობით ვარჯიში?
- რა თქმა უნდა! თუმცა ოფიციალურად არავისგან ყოფილა შემოთავაზება, მეგობრულად ვილაპარაკე ბიჭებთან და ფედერაციაში მომუშავე ჩემს მეგობრებთან.

- ჯარჯი ზვიადაური მკაცრი მწვრთნელი იქნება!
- სიმკაცრე და დისციპლინა ჩემთვის მთავარია. ვინც ამას პატივს არ სცემს, არც ჩემი მეგობარი იქნება და არც - ნათესავი.

- ოსაკაში მომხდარი ჩხუბის ამბავმა საბერძნეთამდეც მოაღწია?
- ვიღაც ჩხუბზე ავრცელებს ხმებს, სხვა ამტკიცებს, რომ ჯარჯიმ უარი თქვა საქართველოს ნაკრებში მუშაობაზე და ა.შ. მოდი, ლანძღვისა და გაკრიტიკების ნაცვლად ბიჭებს მოვუწოდოთ, ვარჯიში გააგრძელონ და საქართველოს დროშა ისევ მაღლა ასწიონ!

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია kvirispalitra.ge-ზე

altშურისძიების საფრთხე, ახალი მწვრთნელის კანდიდატურები - ძიუდოს ამბების გაგრძელება

altგიორგი ათაბეგაშვილი: შეიქმნება კომისია, რომელიც დაადგენს მოხდა თუ არა ოსაკაში ინციდენტი

altაღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება

altილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს

altძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?

მკითხველის კომენტარები / 11 /
ბოდიში მომითხივია ჩემს პირველ კომენტარზე! ნაღდად არ ვიცოდი ეს თუ პუტინის მეხოტბე იყო! მადლობა რომ დაწერეთ.
პაატა
14 დეკემბერი 2018 23:51
4
რა ილიადისი ხალხო,რის ილიადისი,თქვენ გესმით რაზე მსჯელობთ,საერთოდ იცით ვინ არის ეს არსება?წარმოდგენა თუ გაქვთ ამან რა გაუკეტა ჩვენს ქვეყანას,აზროვნებთ საერთოდ?ფედერაციავ,ცოტა აზრზე მოდით მანდ,თორემ მერე გვიანი იქნება და პასუხს მოგთხოვენ იცოდეთ.
roma
14 დეკემბერი 2018 19:14
9
როგორ ფიქრობთ მისაღებია იმ კაცის კანიდატურა რომელიც პუტინს თავის საქმეში ოლიმპიურ ჩემპიონს უწოდებს და კადიროვთან ძმაკაცობს?
თან ინტერვიუშიც მიანიშნებს რომ ჩხუბის ჩაფარცხვის მომხრეა. არ ყოფილა ვითომ და იგონებენ სხვები. კლანური, ძმა ბიჭური და ძმაკაცური პონტებმა მიიყვანა ზუსტად ძიუდო ამ დღემდე. დასაჯელი თავის დროზე რომ დაესაჯათ და მოეკვეთათ, ახლა ამ დღეში არ ინქებოდნენ.
შიშველი სიმართლე
14 დეკემბერი 2018 18:50
5
როგორ ფიქრობთ მისაღებია იმ კაცის კანიდატურა რომელიც პუტინს თავის საქმეში ოლიმპიურ ჩემპიონს უწოდებს და კადიროვთან ძმაკაცობს?
თან ინტერვიუშიც მიანიშნებს რომ ჩხუბის ჩაფარცხვის მომხრეა. არ ყოფილა ვითომ და იგონებენ სხვები. კლანური, ძმა ბიჭური და ძმაკაცური პონტებმა მიიყვანა ზუსტად ძიუდო ამ დღემდე. დასაჯელი თავის დროზე რომ დაესაჯათ და მოეკვეთათ, ახლა ამ დღეში არ ინქებოდნენ.
შიშველი სიმართლე
14 დეკემბერი 2018 18:49
3
როგორ ფიქრობთ მისაღებია იმ კაცის კანიდატურა რომელიც პუტინს თავის საქმეში ოლიმპიურ ჩემპიონს უწოდებს და კადიროვთან ძმაკაცობს?
თან ინტერვიუშიც მიანიშნებს რომ ჩხუბის ჩაფარცხვის მომხრეა. არ ყოფილა ვითომ და იგონებენ სხვები. კლანური, ძმა ბიჭური და ძმაკაცური პონტებმა მიიყვანა ზუსტად ძიუდო ამ დღემდე. დასაჯელი თავის დროზე რომ დაესაჯათ და მოეკვეთათ, ახლა ამ დღეში არ ინქებოდნენ.
შიშველი სიმართლე
14 დეკემბერი 2018 18:49
4
ეს ჩვენიანი მეგონა, ანუ ქართველების მხარეს მყოფი, მაგრამ ესეც თავისი ბიძაშვილივით რუსეთუმე აღმოჩნდა. ძალიან გული დამწყდა. პუტინთან ჩახუტება და მერე მისი ქებადიდება იმდენად მიუღებელი უნდა იყოს ჩვენთვის, რომ წესით საქართველოში არ უნდა ჩამოესვლებოდეს.
Niko
14 დეკემბერი 2018 17:38
5
ჩავიკითხე სრული სტატია და სიმართლე გითხრათ სასიანოვნოდ გაოცებული დავრჩი უმეტესად ჯარჯის სწორი აქცენტებით! არ ვიცი პრაქტიკაში როგორ რა იქნება, მაგრამ ძალიან იშვიათად ჩვენში ასეთი სწორი ხედვები.
პაატა
14 დეკემბერი 2018 17:15
13
ამ ნაგავმა მთავრობამ თავისავით მოღალატეებიუთ გაავსო ყველა სფერო. ამ გამყიდველმა სახელი გვარი შეიცვალა და პოტინს ჩაეხუტა რპდესაც საქართველო რუსეთს ებრძოდა
სანა
14 დეკემბერი 2018 16:26
10
ჯონ მალხაზ შალიკაშვილმა არ შეამოკლა თავისი გვარი და განუცხადა ამერიკელებს (მ.შ. ბარაკ ობამას) - "მზად ვარ დამითხოვოთ სამსახურიდან, ვიდრე თუნდ ერთი ასო შეიკვეცოს ჩემს გვარში". მის ბავშვობაში, როდესაც ოჯახი ცხოვრობდა პოლონეთში, სტუმრად სწვევიათ ანდრონიკაშვილის გვარის კაცი, რომელსაც გვარი რუსულ ყაიდაზე – ანდრონიკოვად გადაეკეთებინა. დიმიტრი (მამა) გააფთრებულა, წამომხტარა და გაცეცხლებულს გაუგდია სტუმარი: „შენ რა ქართველი ხარ, თუკი ვერ შესძელი მამის გვარის შენარჩუნებაო!“ ყოველთვის, როდესაც გვარის შეცვლას სთავაზობდნენ, ჯონ მალხაზს თურმე ეს სურათი წარმოუდგებოდა ხოლმე თვალწინ!
ლაშა
14 დეკემბერი 2018 15:59
0
კლინტონის დროს გავიდა შალიკაშვილი პენსიაზე და არც არავის, არასდროს, არ დაუძალებია გვარის გადაკეთება. ამერიკაში არ მოსულა მზგავსი გამოხტომები, ვერავინ გაიძულებს გვარის შეცვლას. თუმცა თავად ფაქტი რომ შალიკაშვილმა ამაყად ატარა წინაპრების გვარი, ფრიად დასაფასებელია და აფერუმ მის კაცობას. მაგრამ მითოლოგიზაციას ნუ მივეცემით. შალიკაშვილი ობამას დროს თადარიგის გენერალი იყო და არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ ქონია.
1234
14 დეკემბერი 2018 19:59
1
არავის არ ჭირდება პუტინისტი საქართველოს ნაკრებში
გოგა გლდანიდან
14 დეკემბერი 2018 15:02
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული