აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში აღმასკომის სხდომა დაიწყო.

აღმასკომის სხდომას ესწრება ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. სხდომას ჯერჯეობით არ ესწრებიან ძიუდოისტები.

აღსანიშნავია, რომ აღმასკომის წევრებმა ერთმანეთთან პირად საუბრებში დაადასტურეს ოსაკაში მომხდარი ინციდენტის ამბავი და ფაქტი რომ მოჩხუბარეებს ნუგზარ ტატალაშვილი და გურამ თუშიშვილი აშველებდნენ.

აღმასკომის სხდომაზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

განხილვის საგანი იქნება:

  • ოსაკაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება. აღმასკომზე მოწვეულები იქნებიან მწვრთნელი ანზორ თენაძე და ის ძიუდოსიტები, რომლებიც იმყოფებოდნენ იაპონიაში და საქართველოში დაბრუნდნენ.
  • ახალი მწვრთნელების ვარიანტები, რომლებიც ნაკრების გაერთიანებს
    შეეცდებიან. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ ეტაპისთვის უცხოეული მწვრთნელი არ განიხილება.

აგრეთვე გუშინ ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩინეთში გასამართ გუანჟოუს მასტერსზე:

ამირან პაპინაშვილი (60), ლუხუმ ჩხვიმიანი (60), ვაჟა მარგველაშვილი (66),
ლაშა შავდათუაშვილი (73), ბექა ღვინიაშვილი (90), ვარლამ ლიპარტელიანი (100), გურამ თუშიშვილი (100+).

შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა. შემდეგ კი Sportall.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ჩვენი წყარო ამბობს, რომ ლაშა შავდათუაშვილს და ვაჟა მარგველაშვილს დანარჩენმა ძიუდოისტებმა სცემეს, რომლებიც ტურნირზე იმყოფებოდნენ, გარდა გურამ თუშიშვილისა. წყარომ საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

altილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს

altძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?

altვარლამ ლიპარტელიანის პირველი კომენტარი ოსაკაში შესაძლო დაპირისპირების შესახებ

altლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

altფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

alt"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

altWe love judo: ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა

მკითხველის კომენტარები / 16 /
ყველა უბედურება ქევხიშვილიდან დაიწყო,როცა უზნაძე ,წესიერი კაცი გაუშვა.ფედერაციაში შეყარა ახლობლები და ფულის კეთება დაიწყეს.ამ არაკაცების გულისთვის ქართული ძიუდოს სიამაყე ლიპარტელიანი დავსაჯოთ,რომელსაც ერის წინაშე ამხელა დამსახურება აქვს და ამათმა გააგრძელონ ბოგინი.
თემო
12:32 05-12-2018
2
ესენი მგონი გაყინულ სკოლაში არიან მშობელთა კრებაზე.
emigranti
16:33 01-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული