90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გუანჯოუს მასტერსის გამარჯვებული ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი გახდა.
შერაზადიშვილმა ფინალში იპონით უნგრელ კრისტიან ტოტს სძლია.
იქამდე მან ჩინელ ჰებილიგე ბუს, აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევისა და ყაზახ ისლამ ბოზბაევს მოუგო.
ნიკოლოზი პირველი ესპანელი ძიუდოისტი მამაკაცია, რომელმაც ოქროს მედალი მოიგო.