ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს უმედლოდ დარჩნენ

AutoSharing Option
დღეს, 24 იანვარს, თელ-ავივის გრან პრის პირველი საშეჯიბრო დღე გაიმართა, რომელიც ქართველი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

აღნიშნულ ტურნირზე მხოლოდ საქართველოს ქალთა ნაკრები ასპარეზობს და დღეს საასპარეზოდ მარიამ ჯანაშვილი, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (ორივე 52 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გავიდნენ.

მარიამ ჯანაშვილი რუს ალესია კუზნეცოვასთან დამარცხდა, ხოლო შუკვანმა თავისი პირველი შეხვედრა პაზ კაფრის მოუგო, თუმცა შემდეგ კოსოვოელ მალინდა კელმენდისთან იპონით დამარცხდა.

ეთერ ლიპარტელიანმა, შუკვანის მსგავსად, პირველი შეხვედრა მოიგო. მან კოტდივუარელი აბზეტა დაბონი იპონით დაამარცხა, მაგრამ შემდეგ ებრაელ ტიმნა ლესონ ლევისთან იპონით წააგო,
არადა, ვაზარით მიჰყავდა შეხვედრა.

შესაბამისად, დღეს ქართველი ძიუდოისტები მედლების გარეშე დარჩნენ.

რაც შეეხება დანარჩენ ქართველ ძიუდოისტებს, მარიამ ჭანტურია (70 კგ) - 25 იანვარს, სოფიო სომხიშვილი კი (+78 კგ) 26 იანვარს გამოვა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჭანტურიამაც პირველივე წმინდად წააგო,თავისივე გაუფრთხილებლობით.აშკარაა,გოგოებს გაცილებით მეტი პრაქტიკა სჭირდებათ.
სოსო
15:24 25-01-2019
0
ამ გოგოებს რომ ცოტა მეტი გამოცდილება მიცათ ამთი მომგები არავინაა. ეთერი ლიპარტელიანი ძლიერი ძიუდოისტია უბრალოთ ვიღაცამ უნდა დააჯეროს რომ ყველას მოგება შეუძლია. ვაზარით იგებ წამოდგომის დროს რატომ იწყებ ილეთს? ახალმა გოგონამ კი კაი შთაბეჭდილება დატოვა რეიტინგის პირველ ნომერს და ოლიმპიურ ჩემპიონ კლერმენტს კინაღამ ვაზარი აუღო. ფედერაციამ აუცილებლათ უნდა დააფინანსოს დიუსელდორფის გრან სლემზე ამ გოგონების გამოსვლა!!!!!
gurami
17:32 24-01-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული