ოლიმპიურ კომიტეტში ქართული ძიუდოს შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია გაიმართა

AutoSharing Option
29 იანვარს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, სპორტულ კლუბ „ბლექ თაიგერის“ ორგანიზებით, ქართული ძიუდოს ისტორიის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „ძველი კიმონოს“ პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას ვეტერანი ძიუდოისტები, ძიუდოს ფედერაციისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდმარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის წევრები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ძველი კიმონო“ ძიუდოს კლუბების, ქართული „ბლექ თაიგერისა“ და ლატვიური „ლიდოს“ ერთობლივი პროექტია. ფილმის გადაღება 2016 წელს დაიწყო. პროექტი სრულად დააფინანსა ბიზნესმენმა, დავით ხახუტაშვილმა.

„ძველი კიმონო“ ორი სერიისგან შედგება და საქართველოში ძიუდოს შემოსვლასა და განვითარების სხვადასხვა ეტაპს ეხება.
ქართული ძიუდოს ისტორიის შესახებ, ოლიმპიური ჩემპიონები, წარმატებული მწვრთნელები და ქართული ძიუდოს განვითარებაში მონაწილე პირები საუბრობენ.

თბილისის შემდეგ ფილმის ჩვენება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შედგება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული