საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანამდებობას ტოვებს

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გურამ მოდებაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ძიუდოს კლუბ "შევარდენი 2005"-ის "ფეისბუქის" მეშვეობით გაავრცელა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც ქართული ძიუდოს გულშემატკივარს მოეხსენება, ხანგრძლივი განხილვების შემდეგ მე დანიშნული ვიქენ საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელად. მიუხედავად უდიდესი მხარდაჭერისა ფედერაციის მხრიდან, პრაქტიკულმა მუშაობამ მანახა, რომ ჩემი ამ პოსტზე დარჩენით დაძაბულობა, რომელიც ფედერაციაში შეიქმნა, შესაძლებელია ვერ ყოფილიყო სრულად აღმოფხვრილი, რაც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და უპირველესად გასაკეთებელია. რა თქმა უნდა, მივესალმები და სწორია ფედერაციის მხრიდან მთავარი მწვრთნელის ინსტიტუტის
დაცვა, მაგრამ დღეს არის ის ვითარება, როდესაც თითოეული ჩვენგანი უნდა დავდგეთ საკუთარ თავზე მაღლა და პიროვნული გადაწყვეტილებებით გადავარჩინოთ ქართული ძიუდო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების, თუმცა აქვე დავძენ, რომ მზად ვიქნები, როგორც რიგითმა მწვრთნელმა, ისე შევასრულო ჩემი მოვალეობა ქართული ძიუდოს მიმართ.

პატივისცემით
გურამ მოდებაძე", - წერია განცხადებაში.

Sportall.Ge

გავრცელებული ინფორმაციით, მოდებაძის შემცვლელი ნოდარ მეტრეველი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვფიქრობ მრავალ პრობლემას შორის ერთ-ერთი შეიძლება ნაკრების დაკომპლექტებაც იყოს. არ ჯდება არანაირ ლოგიკაში პარიზის გრანდ სლემზე რამდენიმე კაცის არ წაყვანა.
გიორგი
17:30 30-01-2019
0
იცის რომ ძიუდოს ბოსები ულუკმაპუროდ არ დატოვენებნ ტან ძიუდოისტებმა ოღონდა ახალი პრეზიდენტის (რომელიც ძველის კუდია) გადადაგომა არ მოიტხოვონ და მწვრთნელებზე ვინ იტყვის რამეს. ვაი უბედურო ქვეყანა.
levani
15:05 30-01-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული