საქართველო 22-24 თებერვალს დიუსელდორფის გრანდ სლემზე 12 ძიუდოისტით წარდგება

AutoSharing Option
საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ დიუსელდორფის გრანდ სლემის მონაწილე ნაკრებების შემადგენლობა გამოაქვეყნა.

ტურნირზე, რომელიც 22-24 თებერვალს გაიმართება, საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრები დიუსელდორფში მხოლოდ ვაჟებით, 12 სპორტსმენით წარდგება.

წინასწარი შეხვედრები 22 და 24 თებერვალს 11:30-ზე დაიწყება, 23 თებერვალს - 12:00 საათზე. ფინალური ბლოკის პირდაპირი ტელერეპორტაჟი სამივე დღეს "სილკ უნივერსალზე" 20:00-ზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

60 კგ
ჯაბა პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი

66 კგ
გიორგი გუგულაშვილი

73 კგ
ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი

81 კგ
ბექა დონღვანი, გიორგი კაციაშვილი

90 კგ
ავთანდილ ჭრიკიშვილი

100 კგ
ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა
ტაველური

+100 კგ
ონისე ბუღაძე, ლევან მატიაშვილი

როგორც ხედავთ, საქართველოს ნაკრების სიაში კვლავ არ არის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მძიმე წონაში გურამ თუშიშვილი, რომელმაც პარიზის გრანდ სლემიც გამოტოვა.

2018 წელს დიუსელდორფის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ორი მედალი მოიპოვა: ვარლამ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიგო, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანმა - ბრინჯაოს მედალი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
მაროკოს გრან პრიზე გოგოების ნაკრებიც რომ დაგეფინანსებინათ ძალიან კარგი იქნებოდა. ვფიქრობ რომ მათ შეუძლიათ ლიცენზიების მოპოვება! თან მაროკოში არ იასპარეზებს იაპონიის კოსოვოს და კანადის ქალი ძიუდოისტები, და ამაზე კაი შანსი რაღაგინდათ ლიცენზიის ქულებისთვის? წარმატებები ჩვენს ძიუდოისტებს!!!
gurami
21:28 16-02-2019
2
ღვინიაშვილი საერთოდ გააქრეთ, თუ რაშია საქმე? ტრავმა თუ აქვს ის მაინც დაწერეთ რა სახის და როდის ელოდებით მის დაბრუნებას.
emigranti
15:35 16-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული