საქართველოს ნაკრების წევრი ლუხუმ ჩხვიმიანი 60 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალში გავიდა, თუმცა იქ რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან ვაზარით დამარცხდა. ჩხვიმიანმა მანამდე მეოთხედფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძე დაამარცხა.
ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სამხრეთკორეელ ჰარიმ ლის დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მეორე ქართველ ძიუდოისტს, ჯაბა პაპინაშვილი ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა. ის ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან დამარცხდა.
66 კგ წონით კატეგორიაში ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა გიორგი გუგულაშვილი, რომელმაც
პირველ შეხვედრაში სერბი სტრაჰინია ბუნჩიჩის დამარცხება მოახერხა, თუმცა მეორე შეხვედრაში სლოვენიელ ადრიან გომბოცთან დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე სულ 12 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
ფინალური შეხვედრები 20:00 საათიდან დაიწყება.
საქართველო 22-24 თებერვალს დიუსელდორფის გრანდ სლემზე 12 ძიუდოისტით წარდგება