დიუსელდორფის გრანდ სლემი: ლუხუმ ჩხვიმიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დიუსელდორფის გრანდ სლემზე ლუხუმ ჩხვიმიანმა (60კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩხვიმიანმა კორეელი ჰარიმ ლი დაამარცხა. ის ზედიზედ მეორედ გახდა ამ ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი.

რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე, რომელმაც ნახევარფინალში ჩხვიმიანს სძლია, ფინალში იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, ჩხვიმიანმა მეოთხედფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძეს სძლია.

ამავე წონით კატეგორიაში თორნიკე ჭკადუამ, რომელიც ჰოლანდიის სახელით გამოდის, ესპანელ ფრანსისკო გარიგოს მოუგო და მესამე ადგილი დაიკავა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული