© ijf.org
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დიუსელდორფის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ყველა წონით კატეგორიაში მსოფლიოს საუკეთესო 10 ძიუდოისტს შორის 5 საქართველოს ნაკრების წევრია.სიის სათავეში ცვლილებაა - 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანი (7477 ქულა), მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა (7752 ქულა) ჩაანაცვლა.
მესამე ადგილზე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილია (7042 ქულა), მეოთხე კი - რუსეთის საუკეთესო ძიუდოისტი რობერტ მშვიდობაძე (6446 ქულა).
მეშვიდეა ვაჟა მარგველაშვილი (5701 ქულა), მე-10 პოზიციას კი ლაშა შავდათუაშვილი (5696 ქულა) იკავებს.
წინა რეიტინგისგან განსხვავებით,
დიუსელდორფის გრანდ სლემი დასრულდა: ქართველები ბოლო დღეს უმედლოდ დარჩნენ