8 მარტს მაროკოს ქალაქ მარაკეშის გრან პრის პირველ დღეს ამირან პაპინაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში პაპინაშვილმა ინგლისელი ეშლი მაკენზი ორი ვაზარით დაამარცხა.
იქამდე პაპინაშვილმა ყაზახ მაგჟან შამშადინს და ესპანელ ნუნიეს როდრიგესს სძლია, უკრაინელ არტიომ ლესიუკთან კი დამარცხდა, რის შემდეგაც რეპეშაჟში მაროკოელ ისამ ბასუსას მოუგო.
მან ამ ტურნირზე კარიერაში მე-15 მედალი მოიგო.
სამწუხაროდ 66 წონით კატეგორიაში ნიკო ჭიკაიძე და გიორგი გუგულაშვილი უმედლოდ დარჩნენ.
9 მარტს ტურნირზე ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი ( 73 კგ ), ნუგზარ ტატალაშვილი და ბექა დონღვანი (81 კგ) იჭიდავებენ. შეხვედრები 14:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 20:00 საათიდან.
10 მარტს კი ტატამზე საჭიდაოდ გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ) გავა.