7 მედალი და გუნდური პირველი ადგილი - ქართველი ძიუდოისტების წარმატება შვეიცარიაში

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/GeorgianJudoFederation

9-10 მარტს შვეიცარიის ქალაქ ასტერში გამართულ ევროპის თასზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: ვლადიმერ ახალკაცი (-81 კგ), ლაშა ბექაური (-90 კგ), გიორგი ბერიაშვილი (-100 კგ) და ამირან წიქორიძე (+100 კგ). ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: იმედა გოგოლაძე (-90 კგ) და გიორგი ჩიქოვანი (-100 კგ). ბრინჯაოს მედალი გიორგი ჩიხელიძემ (-73 კგ) მოიპოვა.

მომზადებულია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის Facebook-გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავთ ლომებო წარმატებები ეხლა უკან დასახევი გზა აღარ გაქვთ ისეთ სიმაღლეზე ასწიეთვთამასა რომ უარესი შედეგი აღარ მიიღება ამიტომ უფრო მეტი შრომა მაისური აბჯარია,საამაყო სატარია, ქვეყნისათვის თავდადება სისხლ და ხორცში გამჯდარია! ასახელეთ მშობლები ოჯახები სამშობლო დაგიფასდებათ გაჭირვებული ქართველი ხალხი სიყვარულით გულში ჩაგიხუტებთ.
კახა
14:44 11-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული